 | ავტორი: შალვა ჟანრი: პოეზია 12 ივლისი, 2012 |
ტკაცუნობს, იწვის, ელავს, შენს ყურადღებას ეძებს, არ დაგანახებს სევდას, შეშასაც წვავს და ლექსებს.
ხან გეფერება თბილად, ზოგჯერ ზედმეტი მოსდის - ძალიან თუ არ გცივა, მაინც მხურვალედ გკოცნის.
კედელზე გეცეკვება, ათინათებით მოგრთავს, მოწყენით არ იქნება, სანამდის შეშას ლოკავს.
კვამლით აგიწვავს თვალებს, რადგან არა აქვს გული, არ გაისტუმრებს ვალებს, კაბა დაგიწვა თუკი.
როცა ჩაცხრება ვნება, ნაკვერჩხლებს დაჰკრავს რული, ნაცარში იფუთნება, კვამლად ამოსდის სული...
თავის სიცოცხლეს ახალს კიდევ იპოვის მაშინ, თუ ნახშირით დახატავს რამეს მურიანი ბავშვი. 26.07.2011
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. (შეფასების სისტემა 0-10)=0 (შეფასების სისტემა 0-10)=0
8. აწი ეცოდინებათ. :) აწი ეცოდინებათ. :)
7. კარგია :) ზედმეტი მარცვალია ბოლოში. კარგია :) ზედმეტი მარცვალია ბოლოში.
6. ჭიაკოკონობა გამახსენა მარა რა ვიცი ლექსსზე რა ვთქვა : )) ჭიაკოკონობა გამახსენა მარა რა ვიცი ლექსსზე რა ვთქვა : ))
5. ვაი... ეგ გამოთქმა არავის გაახსენდებოდა აქ... ვაი... ეგ გამოთქმა არავის გაახსენდებოდა აქ...
4. ხალხური გამოთქმაა: ადამიანი გულით ცოცხლობს, ცეცხლი - უგულობითაო. მაგიტომ ჩავსვი ეგ ფრაზა :) ხალხური გამოთქმაა: ადამიანი გულით ცოცხლობს, ცეცხლი - უგულობითაო. მაგიტომ ჩავსვი ეგ ფრაზა :)
3. მეც გამეცინა :დ მეც გამეცინა :დ
2. ეს იუმორისტულში რატო არ დევს??
თუ მურიან ბავშვზე მარტო მე გამეცინა? :D ეს იუმორისტულში რატო არ დევს??
თუ მურიან ბავშვზე მარტო მე გამეცინა? :D
1. აუ გული-თუკი საშინელება იყო : (((( ჯობია სულ ამოიღო ეგ სტროფი თუ არ შეცვლი :((( აუ გული-თუკი საშინელება იყო : (((( ჯობია სულ ამოიღო ეგ სტროფი თუ არ შეცვლი :(((
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|