 | ავტორი: შალვა ჟანრი: პოეზია 18 ივლისი, 2012 |
შენთვის მომიძღვნია მწვანე სიყვარული და ყვავილების ფერადი ალერსი, ტყეებში ჩავმალავ პირქუშ სალ კლდეებს, მტვრიანს, უნაყოფოს და დარდით ალესილს.
შენთვის დავამწიფებ ხეხილს, ბარაქიანს, დახუნძლულ რტოებს თრთოლვით გამოგიწვდი, ნაცრისფერ უდაბნოსაც ვაქცევ წალკოტად, ოღონდაც შენ ჩემთან გულით გამოფრინდი...
ვერ გგრძნობ ქალაქში, ცხელი ასფალტი შუბლზე დამადეს თითქოს სალბუნებად, დაუდევრად დამაჭრეს ხეებზე თითები, ვერ შევძლებ შენს თმაზე მოთათუნებას.
თუკი მოგენატრე, მაშინ დამიბრუნდი, მსურს, მარტოობისაგან ისევ შენ დამიცვა, მუდამ მიყვარდი და მუდამ მეყვარები! მიწაცა შენი, მწვანე დედამიწა. 02.08.2011
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მწვანე სიყვარული?ალბათ მწვანე აქ ბუნებასთან ასოცირდება..უდაბნო როდის აქეთაა ნაცრისფერი?...ხეებზე თითები დამაჭრეს? ეს საერთოდ ვერ გავიგე...თითებზე ხეები დამაჭრეს? არც ასე გამოდის..და ბოლო სტროფი ხომ საერთოდ....ისე რომ,მე საერთოდ ვერ.. :) წარმატებები ავტორს..:) მწვანე სიყვარული?ალბათ მწვანე აქ ბუნებასთან ასოცირდება..უდაბნო როდის აქეთაა ნაცრისფერი?...ხეებზე თითები დამაჭრეს? ეს საერთოდ ვერ გავიგე...თითებზე ხეები დამაჭრეს? არც ასე გამოდის..და ბოლო სტროფი ხომ საერთოდ....ისე რომ,მე საერთოდ ვერ.. :) წარმატებები ავტორს..:)
5. დედამიწა უფრო პოეტურად დაწერდა! :) არ მიწყინოთ! დედამიწა უფრო პოეტურად დაწერდა! :) არ მიწყინოთ!
2. http://urakparaki.com/?m=4&ID=58204 http://urakparaki.com/?m=4&ID=58204
1. "წერილი დედამიწიდან" გამახსენა სათაურმა.. "წერილი დედამიწიდან" გამახსენა სათაურმა..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|