ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი პოპინსი
ჟანრი: პროზა
14 ივლისი, 2012


80 სიტყვა

      დიდხანს ველოდებოდი გაჩერებაზე სიზმარს. ვიფიქრე ნებისმიერ გამვლელს გავყვები და მერე გადავჯდები-მეთქი.
მატარა, მატარა...
ბოლო გაჩერება იქ ქონდა, სადაც ჩვენ დავშორდით ბოლოს ერთმანეთს. სასწრაფოდ ჩამოვედი, ვიფიქრე შენც იქ იქნებოდი, მაგრამ არ დამხვდი.
ჩეკს დავხედე.
რაღაც უცნაურად გამოიყურებოდა.
მერე მივხვდი, მესიჯი ყოფილა შენგან მოწერილი, ,,მიყვარხარო'' ეწერა მობილურის ეკრანზე.
ახლა შუა ღამეა, ისევ გაჩერებაზე ვარ და სხვა ნომერს ველოდები... სად ხარ? რომელს გამოვყვე? დილამდე დრო მაქვს... თუ რომელიმეში ზიხარ ხელი დამიქნიე და შემოვახტები, ხო იცი სიზმარია და მძღოლი ვერ ჩამომაგდებს !

მართლა გეუბნები : )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები