ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2008


ძველი დღიურის (რომელშიც არასდროს არაფერი ჩაწერილა) ნამწვავებთან



მომბეზრდა ოცნება
რომელიც სიტყვებთან ბრძოლას ემსგავსება
მომბეზრდა რითმების უაზრო არშიები
მომბეზრდა ხასხასა ფერები
სევდიანი ისტორიები წვიმაზე
მაგრამ არ მომბეზრდი შენ
იმიტომ რომ არ მომეცი ამის საშუალება
არ გახდი ჩემი
მომბეზრდა ოცნება
სიტყვების და რითმების ბრძოლა
მომბეზრდა ხასახასა ფერები
რომლებიც არასდროს ყოფილან ხასხასა
მომბეზრდა ნათელი ფერები
რომლებიც არასდროს ყოფილან ნათელი
ეს მე ვიგონებდი მათ სიხასხასესა და სინათლეს
მაგრამ არ მომბეზრდი შენ
რადგან არასდროს ყოფილხარ ჩემი
მომბეზრდა ოცნება
მომბეზრდა ლაჟვარდი ცა
რომელიც არასდროს ყოფილა ლაჟვარდი
იგი მხოლოდ ჩემი ფანტაზიის და ოცნების ნაყოფი იყო
მომბეზრდა ოცნება
მომბეზრდა მოგებული ომები
რადგან არასდროს მომიგია ომი
ეს ხომ მხოლოდ სიზმარი იყო
მომბეზრდი შენც
რადგან ჩემი ოცნება, ჩემი ლაჟვარდი ცა
ჩემი მოგებული ომი ხასხასა და ნათელი ფერები შენ იყავი
შენ კი არასდროს არსებობდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები