ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგონიაში მყოფი
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2012


###


ახლა სიცარიელე მომაწვა მკერდიდან,
და თითქოს იესო ჩემშიდაც იღვიძებს.
ჯვარცმისას ქრისტესთან ვიყავი თითქოს და
მე ვიყავ ვითომდა ვინც ყრიდა მაგ პალმებს.

გოლგოთას ავყევი ეკლიან ფეხსაცმლით.
მტკიოდა მეგონა ეკლების ჩასობა,
და როცა გავხედე, ღვთისმშობელს, ცრემლები
ღვარივით თვალიდან გულით მოსდიოდა.

და იქვე ლაზარე ბღაოდა ბავშვივით,
უკვე ქრისტეც ივნო თავი დაუვარდა,
მეც იქვე ვიდექი შესაწირ კრავივით,
ვიდექი ხის ქვეშ და გული დამიდარდდა.

სამი დღე გავიდა, თითქოსდა წამივით,
ველოდი თითქოსდა რაღაცა სასწაულს,
ველოდი მემგონი, აღდგომას ბავშვივით,
ვნახავდი იესოს ჩემ თვალწინ გაწამულს.

ხოდა ეგრეც მოხდა, რაღა დაგიმალო,
ქრისტე დავინახე, ასე შვიდ-რვა მეტრში.
პეტრე მეუბნება მითხრა უფალმაო...
ამ დროს გამეღვიძა დიდი ჯვარით ხელში.

ამას არ გატყუებ, დედას გეფიცები.
მართლა დამესიზმრა ქრისტეს ამაღლება,
ჰოდა როცა ვწვები, მიტევს ტკივილები,
როგორც ქრისტე ივნო იმ დღეს ტკივილებად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები