შემყვარებიხარ ძლიერ, ვერ მოვერიე წამით, დღეს უფრო მეტად ვებრძვი, მაგრამ ვმარცხდები ამით. შენი მომკრთალო კანი, შენი თვალები შავი. ისევ გონებას მირევს, შენი ღიმილი მნათი.
შენი დალანდვა მიყვარს, მოგონებებში წამით, ეჰ,იცი როგორ მინდა, რომ შემიყვარო არსით. შენი კისკისი მინდა, რომ გავიგონო კარგო, შენი თვალები მინდა, რომ დავინახო ახლო.
მე ლანდი მიყვარს შენი, ჩემ მოგონებებს ერთვის. ეჰ, იცი როგორ მინდა, რომ არსებობდე ჩემთვის. რომ იღიმოდე ჩემთვის, ხელში პატარა ბავშვით. ეჰ, იცი როგორ მინდა, რომ არ მიყვარდე მალვით.
მე გული მინდა მოგცე, დამწვარი ტრფობის ალით, მაგრამ არ მინდა კარგო, რომ შემიყვარო ძალით. მე დაგივიწყე თითქმის, შეუძლებელად რომ ითქმის, გონება გულით ითვლის,ეს სიყვარულად ითქმის.
გამახსენდება ზოგჯერ, როგორ დავრბოდით ბაღში, მერე მომკრთალო ლანდებს, დავედევნები აზრში. მაგრამ, მე უკვე სხვა ვარ, ჩემო ძვირფასო ცოლო, მინდოდა მაგრამ ვერა, შენ ერთი მყავხარ მხოლოდ.
შენ ერთი მყავხარ გულში, გულის კარია ფართო, მაგრამ შენს გარდა კარგო, მე ვეღარავინ მართობს. შენ ერთი მყავხარ ფიქრშიც, და გულის თქმაა ისიც. გულით რომ შენთან მინდა, გონებამ უწყის ისიც.
მე ვერ გავიგე კარგო, გულმა შენ როდის დაგთმო, გული რომ ძლიერ მიძგერს, თამბაქოს კვამლში ვახრჩობ. გული რომ შენსკენ იწევს,გონება ამით დარდობს. ძლიერ მომინდა შენთან, მაგრამ სხვასთან ვარ მარტო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. პეტეფის გავლენაა მხოლოდ. პეტეფის გავლენაა მხოლოდ.
5. არ მომეწონა. რითმული წყვილებიც კი ძალიან სუსტია. არ მომეწონა. რითმული წყვილებიც კი ძალიან სუსტია.
4. ბოლომდე არ ჩამიკითხავს,არ მომწონს ბოლომდე არ ჩამიკითხავს,არ მომწონს
3. მინდოდა მაგრამ ვერა, შენ ერთი მყავხარ მხოლოდ.
რაა? ვერ გავიგე, რა გინდოდა. მეც ვიმეორებ,პეტეფის ლექსის თარგმანს ჰგავს "ძლიერ,ძლიერ" მინდოდა მაგრამ ვერა, შენ ერთი მყავხარ მხოლოდ.
რაა? ვერ გავიგე, რა გინდოდა. მეც ვიმეორებ,პეტეფის ლექსის თარგმანს ჰგავს "ძლიერ,ძლიერ"
2. შატილიონს დაუსწრია ეთქვა ჩემი სათქმელი.. :)
ზუსტად იგიე სტილია.. :)
თუმცა მინდა ვთქვა, რომ მომეწონა ეს ლექსი.. შატილიონს დაუსწრია ეთქვა ჩემი სათქმელი.. :)
ზუსტად იგიე სტილია.. :)
თუმცა მინდა ვთქვა, რომ მომეწონა ეს ლექსი..
1. "მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ!..." "მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ!..."
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|