ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგონიაში მყოფი
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2012


ააა

მე მიმიყვანეს სამსჯავროს კართან
და საოცნებოც გამომელია,
ალბათ ამ წმინდა გუმბათის ჯვართან,
ჩემი სულის წინ იდგა ელია.

უშიშრად მარად წინ ავიღმართე,
მაგრამ დარდობდნენ ჩემი თვალები,
გოლგოთის ჯვარან მე გავიმართე,
და წმინდა ხატთან თრთოდნენ სანთლები.

თითქოსდა ქრისტე მეორედ ეცვ,ა
მინდოდა რაღაც, რაღაცა მეთქვა,
მაგრამ სიჩუმის ბრმა თვალი მეცა
და უცებ სვეტად განათდა ღმერთთან.

მომიხლოვდა მე დასასრული,
ასე მთავრდება ცხოვრება ბედკრული,
მაგრამ ეს იყო ვგრძნობდი აღსასრულს,
სხვები კი დიდად გრძნობდნენ დასასრულს.

მომიახლოვდა თავთან სინათლე
და ყურში მესმა მე ნაცნობი ხმა,
ახლა უნდა ვთქვა მგონი სიმართლე,
მგონი ახლოა ის გოლგოთის გზა.

მაგრამ ცოდვები მაწვება გულზე
და თქმის უფლებას არ მაძლევს ბაგე,
ახლა მგონია წმინდა ვარ სულზე,
მაგრამ უფლის წინ დავმალე სახე,

და ღრუბლებიდან მეხივით ხმაზე,
გაისმის სიტყვა რომელ ქმნა ყოველ,
თავი ავწიე და ვნახე ცაზე
და სიტყვა დამცდა პირიდან, მოველ.

პასუხად ისევ მჭექარე ტონით;
ბევრი მოსულა მშვიდობის გზაზე,
შენ კი რა გინდა ამდენი ცოდვით,
ამოგშთენია ეგ სული ყდაზე.

გამეც პასუხი რატომ ხარ ჩუმად,
სინდისი გქეჯნის ასეა მუდამ,
ბოლოს გაწუხებთ თქვენი სასჯელი,
თქვენ გამოსავალს ქვია სასმელი.

უცებ ვიგრძენი თუ როგორ დამცხა,
თუ როგორ მომდის თვალიდან ცრემლი,
მაგრამ ამაოდყველაფრით დაღლა,
იყო ცოდვილის თვალიდან ცრემლი.

ჩემი ცოდვანი არ იყო ცოტა,
ანგელოზიც კი აფრინდა მხრიდან,
აქ სულიერი ყოველი მორჩა,
მე კიდე ახლა სამოთხე მინდა.

ამაზე უნდა გეფიქრა ადრე,
როცა დრო გქონდა ქვეყნად საკმაოდ,
სულ ყოველივე ფასდება ცამდე,
რატომ შექმენი აბა სამკვიდროდ?!

შენ არ განაგებ წმინდათა კარებს,
ახლა დაბრუნდი შენ ქვეყანაზე
და მოუფრთხილდი უძვირფას წამებს,
რადგან შევხვდებით კვლავ ამ ადგილზე.

თვალწინ იელვა, განათდა ცაზე,
მერე კი უცებ მომინდა სევდა,
ყველაფრით მოშლილ ნერვიდან თავზე,
ახალი სული ვგძნობდი სუფევდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები