მე10 კლასის წიგნი. საშინაო დავალება. დაწერეთ მოთრობა გოდერძი ჩოხელის ფრაზის მიხედვით: ,,ნაძვის ძირში მჯდომარე მოხუცი მუდმივად თოფში ჩაწყობილი ყალბი ტყვიებით ერთობოდა''. მოთხრობა ტრაგიკულად დამთავრდა.
სასაცილო მე10 კლასელი წამოვხტი და განვაცხადე, რომ ამ მოთხრობას ისე დავწერდი არავის არც მოვკლავდი, არც დავჭრიდი და მაინც ტრაგიკულად დავამთავრებდი.
1 კვირაში მოდიოდა ისევ ოთხშაბათი, ქართული ენის გაკვეთილი. მე მეშენოდა შერცხვენის, რადგან არანაირი სიუჟეტი თავში არ მომდიოდა. კლასელები და მასწავლებლები კი ვიცოდი როგორ მელოდნენ.
საბოლოოდ მთელი ჩემს ფანტაზიას ერთ ღამეში მოვუყარე თავი და აი ეს გამომივიდა:
წყალწაღებულები
ალბათ ყოფილხართ იმერეთში, თუნდაც გავლით. თუ მოხვდებით სოფელ ჭალვანში გარწმუნებთ არ გამოგეპარებათ არც ერთი წვრილმანი დაუვიწყარი ბუნებისა თუ ხალხის საოცარი სტუმართმოყვარეობის. აქ, თითქოს ყველა სახლი გიხმობს, თითქოს ყველა ხეს, შეფოთლილს თუ შეუმოსავს ხელი გამოუწვდია და შენი გაცნობა სწადია. თითქოს ყველა მდინარე და ნაკადული თავისი დინებით განიშნებს საით უნდა გაუყვე ბილიკს, საით გელოდებიან. დილით თუ საღამოს, ჭალვანის ნებისმიერ ხევში თუ გორაკზე გაიგონებთ და ყურს ვერ მოწყვეტთ მდინარის ყრუ დუდუნს, რომელიც იძულებულს გაგხდით მდინარე მოძებნოთ. ეს ხომ ძირულაა, მკაცრი, მოჩუხჩუხე და მობუზღუნე ძირულა... ანკარა, ღმერთო, ისეთი ანკარა, რომ ბიჭუნა ჭანუჭრის ხეზე პირს რომ იტკბარუნებს გაფაციცებით აკვირდება ფსკერზე, კენჭებში მძრომიალე ლიფსიტების ქაოსს. გაგიკვირდება, ამ მშვიდ, უშფოთველ არემარეში რამ ააფორიაქა და ააღელვა ეს პაწაწინა არსებებიო, მაგრამ სილამაზით დახარბებული ფეხთ გაიძრობთ და მდინარეში შეტოპავთ. სწორედ მაშინ გაიზიარებთ ლიფსიტების მღელვარებას. მდინარის თავზარდამცემი სიცივე გაგთოშავს, გაგყინავს და მოგაჯადოვებს. უცნაურია, ის უეჭველად რაღაცაზეა გაბრაზებული, სურს დარდი გაგიზიაროს, მაგრამ რაღაც აბრკოლებს, ბოლომდე ვერ გენდობა და ყველა სტუმარს ჭალვანში ჩასულს შენსავით უხდის სამაგიეროს რაღაც გარკვეველი შემზარავი დანაშაულისათვის. ეს ამბავი მხოლოდ ძირულას ახსოვს, ამ უბერებელ და უკვდავ ძირულას. არდადეგებზე თბილისიდან თუთმეტიოდე წლის ბიჭი ჩამოსულიყო სოფელში, ლაშა ერქვა. ლაშა ხშირად დადიოდა ხოლმე ტყეში მეგობრებთან ერთად, სადაც ხშირად შეუმჩნევია ნაძვის ძირში მჯდომარე მოხუცი, რომელიც დინჯად შესცქეროდა ხოლმე თავის იარაღს. მუდამ თავჩაქინდრული, რაღაცით აფორიაქებული დადიოდა. თავზე თოვლივით თეთრი ხშირი თმა ეფინა და ნაცრისფრად შეღინღლული წარბების ქვეშიდან კუპრივით შავი თვალები გამოკრთოდნენ. გრძელი, არწივისებრი ცხვირი კიდევ უფრო შემზარავს ხდიდა დასანახად. სახეზე ნაოჭებით ავსილიყო და წელში გამართული დაიარებოდა. შეხედვისთანავე წარსულში ქექვას დაიწყებდი, იქნებ რამე დავუშავე, რამით გავანაწყენეო.
მისი სქელი წარბები მხოლოდ შვილიშვილის დანახვაზე გადაიშლებოდნენ, სახეზე ნაოჭები გაიფანტებოდნენ და თვალები შავი მოელვარე ვარსკვლავებისავით აციმციმდებობნენ ხოლმე. მას ხომ ლილეს მეტი არავინ და არაფერი ებადა. შვილი ომში დაეღუპა, გოგონას დედა მშობიარობას გადაყვა. ლილე იზრდებოდა, მშვენდებოდა, მაგრამ ხმას ვერ გამოსცემდა. დათო პაპა ნერვიულობდა ლილეზე და მარტო არსად უშვებდა, მხოლოდ ძირულის პირას დატოვებდა და თვითონ მიდიოდა იარაღით ხელში სახეტიალოდ. ამიტომაც გოგონას სილამაზისა და არსებობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა... გასაკვირი ის იყო, რომ მოხუცს მხოლოდ ყალბი ტყვიები ედო, რაც ასევე არ იცოდა არავინ. დათო ხვდებოდა სოფლის მოსახლეობას შიშის ზარს რომ სცემდა, მაგრამ არც უცდია რამის შეცვლა.. ამ უცნაური კაცისა ლაშასაც ეშინოდა, სულ კუდში დაყვებოდა და მონდომებით იკვლევდა მის ცხოვრებას, მაგრამ გზა-კვალი მაინც ვერ გაუგო. ლაშა ძირულის პირას ხშირად ჩადიოდა და ლილეც არ გამოპარვია მხედველობიდან, აკვირვებდა და აღელვებდა გოგონას სიჩუმე, შორიდან უყურებდა, ტკბებოდა და უყვარდებოდა. მალე ახლოს მისვლა გაბედა, მისი სნეულებაც აღმოაჩინა და უხმოდ დაემეგობრა. თუმცა მისი ვერც სახელი გაიგო და ვერც საცხოვრებელი...
ერთ დილას ყმაწვილმა სატრფო მდინარის ყველაზე განიერ ადგილას წაიყვანა, იცოდა იქ ლამაზი ჩანჩქერი იყო და უნდოდა ეს მშვენიერება ენახვებინა გოგონასთვის. მდინარეზე ჩანჩქერს ძლიერი ტალღები წარმოექმნა, დაგუბებულ ადგილას კი ფოთლები მიმოფანტულიყო. იქაურობა ისეთი ლამაზი იყო, რომ ენით გამოთქმა არც სჭირდებოდა გრძნობებს. ლაშამ ტივი შეკრა, გოგონა ზედ შესვა და მდინარის ყველაზე ღრმა ნაწილში შეცურეს. იქაურობა სამოთხეს ჰგავდა, ცა მოწმენდილიყო, მთელი სოფლის ჩიტები იქ შეკრებილიყვნენ და საზეიმო განწყობა შეექმნათ. მხოლოდ ძირულა იყო აღვრეული, ტალღები ასწრაფებულიყვნენ და ლაშა ძლივს-ღა აჩერებდა ტივს.
საიდანღაც დათო პაპა გამოჩნდა, ის საშინელი, შემზარავი კაცი სოფელს რომ გულს უხეთქავდა. თითქოს მიწა იძვრაო ისე შეკრთნენ ახალგაზრდები. მოხუცმა ხმამაღლა შეჰყვირა და ბიჭის დასაფრთხობად იარაღი მიუშვირა მას. ლაშა არ იცოდა ვინ იყო ლილე მოხუცისთვის, შეეშინდა, გოგონას რამე არ დაუშავოსო და ტივიდან გადმოხტა. ეცა მოხუცს, წააქცია, იარაღიც წაართვა უძლურს და შიშისაგან გონებადაბნელებულმა ჩახმახს გამოკრა, მაგრამ თოფმა არ გაისროლა... დათომ ბიჭს საბრალო თვალებით შეხედა და წამოხტა.
ნამდვილი უბედურებაც სწორედ მაშინ დატრიალდა:
ტივი აღარ ჩანდა, მდინარეს ლილე უნებლიედ გაეტაცებინა...
არავინ იცის სად გაქრა ეს საბრალო, სნეული გოგონა, შესაძლოა ის ახლაც ცოცხალია და გულში იმარხავს მწუხარე გრძნობას. ლილეს დაკარგვის შემდეგ მოხუცის ნახვა მხოლოდ ჩანჩქერთან შეგეძლოთ, ის ისევ იარაღში ჩადებული ყალბი ტყვიებით ირთობდა თავს. ძირულა მის შემდეგ ყინულივით ცივია, რათა აღარავინ შეტოპოს მასში ღრმად, სუფთაა, გამჭვირვალე, რადგან ყველამ დაინახოს რომ ლილე არ მომკვდარა, და ბუტბუტებს, რათა ვინმემ მაინც მოისმინოს აღსარება მისი უნებლიე ცოდვისა... ბიჭი? ბიჭი დღესაც ხეზეა შემომჯდარი და მდინარეს გაჰყურებს, მდინარეს, რომელმაც სატრფო მოსტაცა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მერიენ, პარაზიტო, დიდი მადლობა. ^_^ მერიენ, პარაზიტო, დიდი მადლობა. ^_^
13. ძალიან მაგარია, აი ძალიან ! ძალიან მაგარია, აი ძალიან !
12. რააოო და ნუ რავიცი... :დ
არ მიყვარს თავის ქება :დ :დ :დ
გაიხარე თოლიავ ^_^ რააოო და ნუ რავიცი... :დ
არ მიყვარს თავის ქება :დ :დ :დ
გაიხარე თოლიავ ^_^
11. მასწავლებელმა და კლასელებმა, რაო?:) ძირულა ვიცანი:) მომეწონა. მასწავლებელმა და კლასელებმა, რაო?:) ძირულა ვიცანი:) მომეწონა.
10. დიდი მადლობა წაკითხვისა და ამგვარი შეფაებისათვის ^_^ დიდი მადლობა წაკითხვისა და ამგვარი შეფაებისათვის ^_^
9. ეს გუშინ წავიკითხე
მინდოდა, მეთქვა, თემის კვალობაზე კარგია ეს გუშინ წავიკითხე
მინდოდა, მეთქვა, თემის კვალობაზე კარგია
8. ძნელია "დაკვეთით", ანუ დადგენილ ვადამდე და განსაზღვრულ თემაზე წერა. ეს თუ მართლა ასეა, ყოჩაღ! პერსპექტივა გაქვს ძნელია "დაკვეთით", ანუ დადგენილ ვადამდე და განსაზღვრულ თემაზე წერა. ეს თუ მართლა ასეა, ყოჩაღ! პერსპექტივა გაქვს
7. ვეთანხმები წინა კომენტარებს. ლამაზი მოთხრობაა. ვეთანხმები წინა კომენტარებს. ლამაზი მოთხრობაა.
6. ჩემი მოსაზრებით ვფიქრობ არ არის აუცილებლობა კორექტირებების შეტანისა, რამეთუ მთელი ისტორია არის გადმოცემული ლაკონურად, ლამაზად და შთამბეჭდავი თხრობის მანერით–თქვენ თუ მეათე კლასში ესე წერთ–რა მეთქმის გარდა იმისა, რომ –ბრავო!! ჩემი+2 და ულევი შემოქმედებითი(და არა მარტო ) წარმატებები
ჩემი მოსაზრებით ვფიქრობ არ არის აუცილებლობა კორექტირებების შეტანისა, რამეთუ მთელი ისტორია არის გადმოცემული ლაკონურად, ლამაზად და შთამბეჭდავი თხრობის მანერით–თქვენ თუ მეათე კლასში ესე წერთ–რა მეთქმის გარდა იმისა, რომ –ბრავო!! ჩემი+2 და ულევი შემოქმედებითი(და არა მარტო ) წარმატებები
5. რომ მჯეროდეს რომ შუა ნაწილის შესწორებით ეს მოთხრობა რამდენიმე საფეხურით ამაღლდება შევასწორებდი, მაგრამ რადგან მიწერია რომ მე10 კლასში დავწერე მართებულად არ მიმაჩნია კორექტირება.
დიდი დიდი მადლობა ზორო, გასაგებია შენი აზრი, და მართალიც ხარ.. ისევ დიდი დიდი მადლობა :* :* :* რომ მჯეროდეს რომ შუა ნაწილის შესწორებით ეს მოთხრობა რამდენიმე საფეხურით ამაღლდება შევასწორებდი, მაგრამ რადგან მიწერია რომ მე10 კლასში დავწერე მართებულად არ მიმაჩნია კორექტირება.
დიდი დიდი მადლობა ზორო, გასაგებია შენი აზრი, და მართალიც ხარ.. ისევ დიდი დიდი მადლობა :* :* :*
4. ამი ყურადღებით წავიკითხე. ჰოოდა. სიუჟეტი გაქვს აღებული ძალიან კარგი. დასაწყიი, მდ.ყვირილას ხეობის აღწერა შესანიშნავად გამოგსვლია. ასევე დასასრულიც. რაც შეეხება ძირითად ამბავს, აქ ცოტა ვერ..აი რაღაც დამაკლდა,თითქოს ნაჩქარევია, უცებ მიფუჩეჩებული არადა მეტი შეგიძლია ხომ ვიცი. თუ გავითვალისწინებთ რომ ეს მეათე კლასში დაწერე მაშინ ვიტყვი რომ გამოგსვლია. ახლა თუ მიუბრუნდები და იმ შუა ნაწილს გადახედავ კარგი იქნება. +2 ამი ყურადღებით წავიკითხე. ჰოოდა. სიუჟეტი გაქვს აღებული ძალიან კარგი. დასაწყიი, მდ.ყვირილას ხეობის აღწერა შესანიშნავად გამოგსვლია. ასევე დასასრულიც. რაც შეეხება ძირითად ამბავს, აქ ცოტა ვერ..აი რაღაც დამაკლდა,თითქოს ნაჩქარევია, უცებ მიფუჩეჩებული არადა მეტი შეგიძლია ხომ ვიცი. თუ გავითვალისწინებთ რომ ეს მეათე კლასში დაწერე მაშინ ვიტყვი რომ გამოგსვლია. ახლა თუ მიუბრუნდები და იმ შუა ნაწილს გადახედავ კარგი იქნება. +2
3. მადლობა ბლაგვო ^_^ ^_^
მადლობა ბლაგვო ^_^ ^_^
2. მეათე კლასელის პირობაზე ძალიან მაგარია..
555 მეათე კლასელის პირობაზე ძალიან მაგარია..
555
1. შესავალი არც თავის მართლებაა და არც სხვა მისთ. ეს ნოველა ამ ,,შესავლის'' გამო მიყვარს : )))) შესავალი არც თავის მართლებაა და არც სხვა მისთ. ეს ნოველა ამ ,,შესავლის`` გამო მიყვარს : ))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|