2. ჩემს ახალგაზრდობაშია ვეჟო, მაშინდელი ადმინები, ხმას არ გვაღებინებდნენ სიმართლის სათქმელადა, - ეგ ხომ ავტორის თავისუფალი აზრის გამოთქმის წინააღმდეგ მიმართული ქმედებააო და ხან სამი, ხან ხუთი და ხანაც ათი დღით გვსვამდნენ კარცერშია. უკალამკალმისტაროდ და უმელნოდა გვტოვებდნენ, გხვდიდნენ სულსა. მართალია "მალიავების" საშუალებით, იქედანაც ვაწვდენდით ხმას აქაურებსა, ვიბრძოდით, არ ვნებდებოდით მტერსა, მაგრამა სიმართლე გამხელილი სჯობს და დავმარცხდით. ავირიენით და დავქუცმაცდით იქამდე რომა, ბევრმა ჩვენიანმა სხვა საიტის მოქალაქეობაც კი მიიღო, მაშა ვეჟო. კარგი ბედი არც მე დამადგა, მეც ემიგრაციაში მოვხვდი, ხან რომელ საიტს და ხანაც რომელს შევეფარე. სად არ ვიცხოვრე და რა არ გადამხდა. ჰოდა აი დღესა, მშობლიურ დურაკპარაკს დავუბრუნდი ვეჟო, ჩემს მამულსა და ჩემს დამაფრთიანებელსა. შემოვაბიჯე და უმალ ამ წითელხელიანებთან შემოვედი წასაკითხადა. - ხომ უნდა გაარჩიო კაცმა, ვინაა ჩვენისა ლიტერატურის მტერი და ვინ კიდე მოყვარე, თორემა ჟანრ "პოეზიაში"-ა ბუნჩულობს ალბათ ოტტო თავის მფრინავი ქლიბებით და ბროწეულზედ დამყნილი ფარშავანგებითა და იბუნჩულოს, გაართობს მაინც ბალღებსა... გადავუხვიე. ჰოდა იმასა ვამბობდი რომა, მოვაშურე ამ წითელხელიანებსა და დავიწყე ისევ მათთან კომენტარების დატოვება, ზოგთან ლექსადა და ზოგთან კიდე ა, აგერ პროზადა. ჰოდა ახლა დროებით მიგატოვებთ ვეჟო, გადავალ კომენტარზედ და თქვენა კიდე, შემდგომში, ჩემის გვერდიდან გესაუბრებით ამ ყველაფერზედა. რატომ დავღალოთ ეს ნიჭიერი და დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა გენიოსები ჩვენისა ლაყბობითა? ჩემს ახალგაზრდობაშია ვეჟო, მაშინდელი ადმინები, ხმას არ გვაღებინებდნენ სიმართლის სათქმელადა, - ეგ ხომ ავტორის თავისუფალი აზრის გამოთქმის წინააღმდეგ მიმართული ქმედებააო და ხან სამი, ხან ხუთი და ხანაც ათი დღით გვსვამდნენ კარცერშია. უკალამკალმისტაროდ და უმელნოდა გვტოვებდნენ, გხვდიდნენ სულსა. მართალია "მალიავების" საშუალებით, იქედანაც ვაწვდენდით ხმას აქაურებსა, ვიბრძოდით, არ ვნებდებოდით მტერსა, მაგრამა სიმართლე გამხელილი სჯობს და დავმარცხდით. ავირიენით და დავქუცმაცდით იქამდე რომა, ბევრმა ჩვენიანმა სხვა საიტის მოქალაქეობაც კი მიიღო, მაშა ვეჟო. კარგი ბედი არც მე დამადგა, მეც ემიგრაციაში მოვხვდი, ხან რომელ საიტს და ხანაც რომელს შევეფარე. სად არ ვიცხოვრე და რა არ გადამხდა. ჰოდა აი დღესა, მშობლიურ დურაკპარაკს დავუბრუნდი ვეჟო, ჩემს მამულსა და ჩემს დამაფრთიანებელსა. შემოვაბიჯე და უმალ ამ წითელხელიანებთან შემოვედი წასაკითხადა. - ხომ უნდა გაარჩიო კაცმა, ვინაა ჩვენისა ლიტერატურის მტერი და ვინ კიდე მოყვარე, თორემა ჟანრ "პოეზიაში"-ა ბუნჩულობს ალბათ ოტტო თავის მფრინავი ქლიბებით და ბროწეულზედ დამყნილი ფარშავანგებითა და იბუნჩულოს, გაართობს მაინც ბალღებსა... გადავუხვიე. ჰოდა იმასა ვამბობდი რომა, მოვაშურე ამ წითელხელიანებსა და დავიწყე ისევ მათთან კომენტარების დატოვება, ზოგთან ლექსადა და ზოგთან კიდე ა, აგერ პროზადა. ჰოდა ახლა დროებით მიგატოვებთ ვეჟო, გადავალ კომენტარზედ და თქვენა კიდე, შემდგომში, ჩემის გვერდიდან გესაუბრებით ამ ყველაფერზედა. რატომ დავღალოთ ეს ნიჭიერი და დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა გენიოსები ჩვენისა ლაყბობითა?
1. ავტორო რა გაწუხებს არ ვიცი და რისი თქმა გინდა ამით მაგრამ,ცოტაოდენიპატივისცემა იმ პორტალის მიმართ სადაც უფალზე,დედაზე,სამშობლოზე და უამრავ ფასეულობებზე ხალხი ცდილობს თავის სათქმელის გამოხატვას,ასეთი რამ არ უნდა დაწერო.იქნებ სხვაგან გეცადა ბედი? ავტორო რა გაწუხებს არ ვიცი და რისი თქმა გინდა ამით მაგრამ,ცოტაოდენიპატივისცემა იმ პორტალის მიმართ სადაც უფალზე,დედაზე,სამშობლოზე და უამრავ ფასეულობებზე ხალხი ცდილობს თავის სათქმელის გამოხატვას,ასეთი რამ არ უნდა დაწერო.იქნებ სხვაგან გეცადა ბედი?
|