ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგონიაში მყოფი
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2012


გადავრჩი!

იტყუები და თან ვერ ხვდები, თუ რა მძიმეა
სიმართლე, რომლის ატანაზეც უარი ვერ ვთქვი,
იმასაც ხვდები როგორ ნაზად მიედინება,
ყოველი გრძნობით დაწერილი სიტყვები შენთვის,
რომელსაც მალე გადააგდებ უარგის დაზგით,
მოიმიზეზებ სუიციდით ყოველ ძველ ტკივილს,
სადაც ამაყი ეუფორიით ირგებდა მამის
როლს, სადაც უფრო დიდ პატივს სცემს
ყველა მის ძმაკაცს, ვიდრე ოჯახი
რომლის იქით არაკაცია, თან ძველ ჭიქაში
დასხმული ვისკით, ტუჩებს ისველებს,
ყოველი მერვე ამოსუნთქვის ძებნაში
თვრება, უაზროდ ლაპრაკობს არაფერზე –
თან ყველაფერზე და გონია რომ იმსახურებს,
ტაშს ჩემგან. იცინის თითქმის ცისარტყელის ყველა ფერებზე
და რაღაც ჟეშტით მიანიშნებს წყალი დამისხი, მსახურს
რომელსაც აღარ შერჩა უკვე ძალა მონობის,
ცდილობს როგორმე დააღწიოს თავი მის ბღავილს,
გადის ოთახში, სადაც ლუსტრაზე კიდია ობი
და ნათურასაც ვეღარ ანთებს ისე დაღლილი,
გაბილწული არის იმისგან, ვისაც მიყიდა სული
ოცდაათ ვერცხლად. და ახლა კარი,
მიაჩნია თავის დაღწევად, მაგრამ რთულია
საკუთარ მეზე გაიმარჯვო და თქვა– გადავრჩი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები