| ავტორი: ბალზაკი ჟანრი: პოეზია 4 აგვისტო, 2012 |
იყო საღამო… ერთი კაცისგან შემდგარი ბენდი, ცაზე არ ჩანდა არც ვარსკვლავი, არც რომანტიკა, მსმენელი ერთი, არც მოხუცი, არც ახალბედი და უცხო ხმების უსასრულო, ღრმა დიდაქტიკა… ასე მგონია, ირგვლივ მხოლოდ სიჩუმე ისმის, მე ვუკრავ, მაგრამ, თითქოს ნოტებს მოედო ობი!.. მსმენელი ერთი, არც ბავშვი და არც ვიღაც მწირი… და კვლავ სიჩუმე და სიჩუმე და სიტყვის ფობი. მორჩა კონცერტი… რომ ჩაუწყდა ხმა ყველა ბგერას, როცა დაღლილმა ამოვღერღე მე ბოლო ნოტი, მსმენელი ერთი, არც წითური და არცა ქერა ამ ეფინიზმით დაბნეული, ვით უხმოდ ჭოტი… მე დავასრულე, ხომ ვიმღერე მარტომ დუეტი?!. ახლა სცენაზე თავდახრილი მოველი თქვენს ტაშს… მსმენელი ერთი შავგვრემანი, სველი უპეთი მომიახლოვდა და სიფრთხილით აქნევდა თავს…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. "იყო საღამო... ერთი კაცისგან შემდგარი ბენდი," ძალიან მაგარია. ++ "იყო საღამო... ერთი კაცისგან შემდგარი ბენდი," ძალიან მაგარია. ++
10. "იყო საღამო… ერთი კაცისგან შემდგარი ბენდი," კაი იყო... "იყო საღამო… ერთი კაცისგან შემდგარი ბენდი," კაი იყო...
9. 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 დიდი ნოლიანი ამ ტექსტს 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 დიდი ნოლიანი ამ ტექსტს
8. მადლიზა, შემიძლია დასაბუთება რატო უნდა მომწონდეს და რატო არა და რატომაც არ დავწერო შენიშვნა?
რაც შეეხება გალაკტიონს, მაქამდე ჯერ მისვლაა საჭირო, მერე კიდო, შეცდომები არავის არ ეპატიება, არც მაგას და არც მაგაზე უფრო მაგრებს, რომლებიც თქვენ წარმოიდგინეთ არსებობენ.
ის რომ ლექსს წესები არა აქვს რატომ გადაწყვიტა კიდე ქართულმა საზოგადოებამ ვერ ვხვდები, მაშინ რა გამოდის? ყველა ადამიანი პოეტი ყოფილა ვისაც ლაპარაკი შეუძლია?
ჯერ კიდე ბევრი რამ აქვს სასწავლი ქართველ ავტორებსა და მათ მკითხველებს, პოეზია მარტო ლექსით რომ არ შემოიფარგლება ისიც, პოეზია შეიძლება შეიქმნას უსიტყვოდაც, მაგრამ ამას დიდი ოსტატობა და წესების დაცვა უნდა, ჩანაფიქრიდან განხორციელებამდე, მათ შორის არსებული მანძილის ჩათვლით!!! მადლიზა, შემიძლია დასაბუთება რატო უნდა მომწონდეს და რატო არა და რატომაც არ დავწერო შენიშვნა?
რაც შეეხება გალაკტიონს, მაქამდე ჯერ მისვლაა საჭირო, მერე კიდო, შეცდომები არავის არ ეპატიება, არც მაგას და არც მაგაზე უფრო მაგრებს, რომლებიც თქვენ წარმოიდგინეთ არსებობენ.
ის რომ ლექსს წესები არა აქვს რატომ გადაწყვიტა კიდე ქართულმა საზოგადოებამ ვერ ვხვდები, მაშინ რა გამოდის? ყველა ადამიანი პოეტი ყოფილა ვისაც ლაპარაკი შეუძლია?
ჯერ კიდე ბევრი რამ აქვს სასწავლი ქართველ ავტორებსა და მათ მკითხველებს, პოეზია მარტო ლექსით რომ არ შემოიფარგლება ისიც, პოეზია შეიძლება შეიქმნას უსიტყვოდაც, მაგრამ ამას დიდი ოსტატობა და წესების დაცვა უნდა, ჩანაფიქრიდან განხორციელებამდე, მათ შორის არსებული მანძილის ჩათვლით!!!
7. ნუთუ ლექსს ლიტერატურულ საიტზე მხოლოდ იმიტომ აქვეყნებთ, რომ მკითხველისგან მხოლოდ ორი სიტყვა მოისმინოთ მომეწონა ან არ მომეწონა? აზრი არ გაინტერესებთ ან შენიშვნები,თუ უკვე თავს დახვეწილ და უნაკლო ავტორად თვლით?რაღაც ძალიან აგრესიული ტონი იგრძნობა თქვენს კომენტარებში...ამიტომ თქვენი აგრესია რომ უფრო არ გავაღვივო ჩემი შენიშვნებით, მარტო იმას ვიტყვი, რომ ლექსი არ მომეწონა :)
ნუთუ ლექსს ლიტერატურულ საიტზე მხოლოდ იმიტომ აქვეყნებთ, რომ მკითხველისგან მხოლოდ ორი სიტყვა მოისმინოთ მომეწონა ან არ მომეწონა? აზრი არ გაინტერესებთ ან შენიშვნები,თუ უკვე თავს დახვეწილ და უნაკლო ავტორად თვლით?რაღაც ძალიან აგრესიული ტონი იგრძნობა თქვენს კომენტარებში...ამიტომ თქვენი აგრესია რომ უფრო არ გავაღვივო ჩემი შენიშვნებით, მარტო იმას ვიტყვი, რომ ლექსი არ მომეწონა :)
6. SALVADOR. მოდი შენ ის დაწერე ხოლმე მოგწონს თუ არა. ჩემი საქმეა ახალბედის დავწერ თუ ახალთახალბედის! ლექსია ეს და არ აქვს ლექსს წესები. ხო ისე მიდი გალაკტიონს ერთ ადგილას დოვლი უწერია და რაღაც შეცდომები აქვს გაუსწორე. დიდი მადლობა სხვებს ყველას შეფასებისთვის. SALVADOR. მოდი შენ ის დაწერე ხოლმე მოგწონს თუ არა. ჩემი საქმეა ახალბედის დავწერ თუ ახალთახალბედის! ლექსია ეს და არ აქვს ლექსს წესები. ხო ისე მიდი გალაკტიონს ერთ ადგილას დოვლი უწერია და რაღაც შეცდომები აქვს გაუსწორე. დიდი მადლობა სხვებს ყველას შეფასებისთვის.
5. ისე, ბენდი და ახალბედ(ა)ც და ობი და ფობი(ა)ც მშვენიერი რითმა იქნებოდა და რატომ ავტორო ასე გაუმართავად შეთავსებული ერთმანეთთან? ისე, ბენდი და ახალბედ(ა)ც და ობი და ფობი(ა)ც მშვენიერი რითმა იქნებოდა და რატომ ავტორო ასე გაუმართავად შეთავსებული ერთმანეთთან?
4. ახალბედი კი არა ახალბედა... ფობი კი არა ფობია, ბოლო ხაზი დარღვეულია, შინაარსი არაფრის მთქმელი, ლექსის წყობა სუსტი. ჩემი აზრით საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ ნაწერი ლიტ პორტალზე უარყოფითად შეფასდეს!!! ახალბედი კი არა ახალბედა... ფობი კი არა ფობია, ბოლო ხაზი დარღვეულია, შინაარსი არაფრის მთქმელი, ლექსის წყობა სუსტი. ჩემი აზრით საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ ნაწერი ლიტ პორტალზე უარყოფითად შეფასდეს!!!
3. მარტო ბოლო სიტყვების ბგერებს ნუ უწყობთ ერთმანეთს :D მარტო ბოლო სიტყვების ბგერებს ნუ უწყობთ ერთმანეთს :D
2. სათქმელი გასაგებია, ლექსს არუშავს, უბრალოდ ბოლო სტროფის მეორე და მეოთხე სტრიქონი მარცვლებით არ ემთხვევა ერთმანეთს და ისე გამოდის თითქოს დროშიც კი აცდენილია. მარცვლები გაასწორე და დალაგდება.+ სათქმელი გასაგებია, ლექსს არუშავს, უბრალოდ ბოლო სტროფის მეორე და მეოთხე სტრიქონი მარცვლებით არ ემთხვევა ერთმანეთს და ისე გამოდის თითქოს დროშიც კი აცდენილია. მარცვლები გაასწორე და დალაგდება.+
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|