ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2012


ველი პასუხს...

სული ამტკივდა, შენ ვერ გაიგე,
ოდესღაც კარგად გესმოდა ჩემი,
მაგრამ, რა ვუყოთ, ბედმა გვიმუხთლა,
და გაიყარა საერთო გზები.
მე ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ცრემლი,
ქვეყნად არავის ესმოდა ჩემი.
შორს იყავ ჩემგან ფიქრით, სხეულით,
და მე ვიყავი მარტო, ეული...
მხოლოდ ერთს მივხვდი,სულ ყველა გტოვებს,
არ გტოვებს მხოლოდ სევდა და დარდი.
ამ ქვეყნად ბევრი კარგი ვიგრძენი,
მაგრამ, უეკლოდ ვინ ნახა ვარდი?!
ღმერთო, რამდენი გამიჩნდა კითხვა,
რატომ ან რისთვის, ვისჯები მითხარ?!
ნუთუ, არ მეყო, ცრემლების წვიმა...
ამ ტკივილისთვის სიცოცხლე ღირდა?
რატომ შექმენი კაცი უჭკუო,
ქალი მაცდური, ეშმაკისდარი,
ქალში ბევრია სათნო და წმინდა,
ბევრი მრუში და მაცდურიც არის.
ევას ცოდვები რატომ გვაქვს ვალად,
სხვისი შეცდომა ჩვენად ჩათვალე...
მე მაპატიე, რომ გკიცხავ ახლა
და გიჟის ბოდვად გინდა? ჩათვალე!
ამიერიდან ვიწყებ ცხოვრებას,
ოღონდ უგულოდ, აღარ მაქვს იგი.
ოდესღაც მქონდა, მაგრამ წამართვეს.
მითხარ, უფალო, რატომ ან რისთვის?
მე ამ სტრიქონებს ვწერ გულნატკენი
და ყველა სიტყვა ნემსად მესობა.
უფალო, მაინც შემრჩა გრძნობები.
გთხოვ,მომიტევო უკუღმართობა.
ავიღე ლექსი და დავიჩოქე,
გადავისახე, ვახსენე ღმერთი,
ჩემში კეთილი და შავი ძალა
ვხვდები, რომ ახლა ერთმანეთს ებრძვის.
წამომივიდა უეცრად ცრემლი,
ყველა ცოდვაზე მე ბოდიშს გიხდი.
მაგრამ, მითხარი ,უფალო, გვედრი,
ევას ცოდვებზე ჩვენ რატომ გვსჯიდი?
შენა ხარ ზემოთ, სასუფეველში,
მე კი კითხვისთვის უქმად ვირჯები.
გთხოვ, მიმანიშნე, რომ ხარ ჩემს გვერდით.
მე ველი პასუხს, ამაოდ ველი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები