ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგონიაში მყოფი
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2012


შენც მგობარო

შენც მეგობარო, შენც ერთ–ერთი უსუსური ხარ,
რაღაც აზრებით თავს იმართლებ, გგონია სწორი
და იმდენს ხვდები, რა მოგელის, ხვალე კვდები და
გინდა ბოლოჯერ საკუთარ თავს აუგო კოშკი.

რომელსაც მთელი ოცნებების ექნება რიგი.
როგორიც გინდა; ნაირ–ნაირ, ფერად–ფერადი,
და გადამყურე ამ ყველაფის ხვდები, რომ რისთვის
იცხოვრე ასე წერტილებით და არაფრებით.

ხო, ჩემო თავო შენც მოგელის ბედი მსგავსი და
მაინც გინდა ერთხელ მაინც, დაწერო ღმერთზე,
მაგრამ ნერვები აღარაგაქ და გინდა სახლი,
დატოვო და იფიქრო მის შავ–მუქ თმებზე.

მერე დადიხარ ნერვიულად, ეწევი იმდენს
რამდენსაც ერთი წელი (მეტიც) ანდომებ ალბათ,
მერე ფიქრდები ეს ყველაფერი თითქოსდა ღირდეს,
ამდენ ნერვების გაფუჭებად და მაინც, (მაგრამ)–

არაფრის მქონე, უსუსური და ასე ლოთი,
გინდა, რომ კიდევ ერთხელ ღმერთზე დაწერო,
მაგრამ შენც იცი რომ  შენა ხარ  დამპალი ლოდი
და აღარაგაქ სურვილი, რომ წერო და წერო.

ხოდა ჩერდები, არაფერს თმობ საკუთრ თავთან,
გინდა როგორმე დააჩოქო, ატყუებ კიდეც
ყვირიხარ ალბათ ისე ძლიერ აღარგაქ ძალა,
გახვიდე გარეთ და მიეყუდო სახლობის კიდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები