ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კუპრუმი
ჟანრი: პროზა
11 აგვისტო, 2012


მარტოობა

მანამ სანამ საუბარს დავიწყებდე თუ რა არის მარტოობა ზოგადად და კონკრეტულად ჩემთვის,  მინდა აღვნიშნო ერთი საინტერესო ფაქტი. სიტყვა მარტოობა ნიშნავს ცხოვრების თანამგზავრის არ ყოლას, უწყვილოდ არსებობას და რაც ძალიან ირონიულად მიმაჩნია, ამის აღმნიშვნელი სიტყვა შეიცავს წყვილ ხმოვან "ო"_ს, რომლებიც განთავსებულია ერთმანეთის გვერდით, ცოტა არ იყოს დამცინავია არა?...
    მარტოობა, რატომღაც თითქმის ყველას ესმის შემდეგნაირად: ადამიანს არ ყავს მეგობრები, ახლობლები, გამოკეტილია ოთხ კედელში და თითქმის არავისთან აქვს ურთიერთობა. ეს მართლაც მარტოობაა, მაგრამ მარტოობის სუსტი ფორმა. რაღა უნდა იყოს ამაზე ძლიერი? როგორ შეიდლება იყოს ადამიანი ამაზე უარეს მდომარეობაში(ამ გრძნობაში)? ნუთუ შეიდზლება პიროვნება მეტად დაიტანჯოს? არადა ეს მხოლოდ უწყინარი და უძლური ბაქტერიაა, იმ ვირუსთან შედარებით, რასაც ნამდვილი მარტოობა ქვია...
      ერთი თხოვნა: შეეცადე წარმოიდგინო შემგომი სიტყვები, როგორც შენი ცხოვრების ისტორია და იგრძნო ყველაფერი...
      შენს ცხოვრებაში უამრავი მეგობარია, დაქალი, დზმაკაცი, კლასელი, მეზობელი, კოლეგა, ნათესავი თუ უბრალოდ ნაცნობი. ყველას უყვარხარ, უღირხარ, გაფასებს, ჭირდები, უხარიხარ, სიამოვნებ, მაგრამ თავს მარტოდ გრძნობ, მაინც. რატომ? მიზეზი? პრობლემაც ისაა რომ პასუხი თითქოსდა ცნობილია, მაგრამ ამოცანა ამოუხსნელი რჩება. ისინი შენც გიყვარს, შენც აფასებ და სცემ პატივს, რაღაც ასპექტში მათთან ყოფნაც გსიამოვნებს, მაგრამ უცებ ხვდები რომ შენ მათთან არ ხარ, ხარ სულ სხვაგან. მათი არ გესმის და არც მათ ესმის შენი. ვერ ხვდები რა ხდება. თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა... მაშინ რატომ არ გინდა მათთან?რატომ გარბის შენი გონება შორს აქიდან? გრძნობ, რომ ყველაფერი ისეა, როგოც წესით უნდა იყოს, როგორც უნდა გსიამოვნებდეს და გიხაროდეს, მაგრამ წესები დიდი ხანია შენსგან შორსაა. გინდა გაიქცე, მაგრამ ვერ მირბიხარ. გინდა წახვიდე მოშორებით, სხვაგან, მაგრამ არ გამოგდის. გინდა იპოვო ის, ვისთანაც გაჩერება მოგინდება, მაგრამ ამისათვის ყველასგან და ყველაფრისგან უნდა განთავისუფლდე, მაგრამ ამან შეიდზლება ისიც დაგაკარგვინოს რაც გაქ და ამიტომაც გეშინია, ან იმედი არ გაქ რომ იპოვი მას, რადგან ის ერთია, მხოლოდ ერთი და არ გინდა მსხვერპლი ამაო გამოდგეს, ეს იმდენად მყარი არგუმენტია რომ გაიძულებს მარტოობას...
    გადის წლები. გემატება მეგობრები, დაქალები, დზმაკაცები, კლასელები, მეზობელები, კოლეგები, ნათესაებვი თუ უბრალოდ ნაცნობები, მაგრამ შენ კვლავ მარტო რჩემი...
    გამიხარდება, თუ ოდნავ მაინც შევძელი გეგრძნო...
    P.S.  რომ დაუკვირდე, შენთან არის ვიღაც, ყოველთვის და მუდამ, იმედი, რომელიც რაც არ უნდა იღონო მაინც შენს გვერდით დარჩება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები