ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კუპრუმი
ჟანრი: პროზა
14 აგვისტო, 2012


ყველაფერი დაიწყო ბანალურად

-გამარჯობა.
-გაგიმარჯოს.
-ინტერნეტით გაცნობა დიდად არ მიყვარს, თან შენ რუსეთში ხარ, მე- საქართველოში, რაც საკმაოდ ამცირებს ჩვენი შეხვედრის ალბათობას, მაგრამ შენი თვალებიდან ისეთი სითბო მოდის, რომ არ შემეძლო ასეთ ადამიანს არ გავსაუბრებოდი და არ გამეცნო...
-ჩემი თვალებიდან? (და როგორც სოც.ქსელებს ჩვევიათ, რამდენიმე გაღიმებული სიცილაკიც მოაყოლა )
-არ გჯერა?
-არა, რადგან ასეთი რამე ჩემ გვერდით მყოფთ არ უგვრძვნიათ.
-საცოდავია საზოგადოება შენს ირგვლივ... ამის შემჩნევა ხომ ასე მარტივია...
დიალოგი დაიწყო საღამოს ათი საათისთვის და დილის ხუთ ან ექვს საათამდე გაგრძელდა. ამ მცირე დროის განმავლობაში ისე შევეჩვიეთ ერთმაენთს, რომ აზრადაც არ მოგვივიდა, თუ რა დრო გასულა და ორივენი მივხვდით, ჩვენ შორის რაღაც უხილავი ძაფი გაიბა, მაგრამ ამჯერად არა კიევის გავლით არამედ, პირდაპირ, მოსკოვიდან ფოთამდე. ძილი ორივეს გვერეოდა, მაგრამ თითები კლავიატურაზე კაკუნს არ წყვეტდნენ, ბოლოს, უკვე როდესაც ორივეში ძალა გამოილია ,მივხვდით, ხვალინდელი დღეც არსებობს და შეხვედრა მომდევნო დღის, საღამოს ათ საათზე დავნიშნეთ, მაგრამ მოუთმენლობისგან ქსელში ორივენი ცხრისთვის შევედით...
ქართულმა მენტალიტეტმა საუბარი მე დამაწყებინა...
-მომენატრე.
-ასე მალე? ერთი დღეც არ გასულა...
-ერთიც? მთელი ერთი დღე, იცი როგორ მიზლოზინებდენ წამები? ასე მეგონა საათის ციფერბლატებს სიარული ეზარებოდათ...
-ვიცი? საოცარია, სანამ ქსელში შემოვიდოდი, მკაცრად გადავწყვიტე არ შემემჩნია, როგორ მომენატრე, მეგონა გიჟი გეგონებოდი, ჩვენ ხომ რამდენიმე საათი გვქონდა მიმოწერა და თითქმის არაფერი ვიცით ერთმანეთზე.
-მე ვიცი, რომ შენი თვალები უდიდეს სითბოსა და სიკეთეს აფრქვევენ, მაგრამ მე ამას სამწუხაროდ მხოლოდ ვხედავ, მე კი მინდა ვგრძნობდე და ვიჟღენთებოდე.
ამჯერად ჩვენმა საუბარმა ერთი საათით მეტს გასტანა. ის ცხრამეტის იყო, მე ჩვიდმეტის, მაგრამ ეს უფრო საინტერესოს ხდიდა ურთიერთობას.( მიყვარს ეს სიტყვა, ურთიერთობა, ურთიერთ ერთობა) გადიოდა დღეები, კვირები, თვეები, ჩვენ კი არ ვნელდებოდით, პირიქით, სულ მეტად და მეტად ღვივდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ნელ-ნელა ისე შეგვიყვარდა ერთმანეთი, რომ კომპიუტერან ვიძინებდით და ვიღვიძებდით. ერთმანეთის გარეშე გატარებულ წამებს ჯოჯოხეთში გატარებულ წლებს ვამსგავსებდით. ჩვენი გრძნობა ყველა ფარგლებს გასცდა, მისი თვალები მე სიცოცხლისთვის მჭირდებოდა. ერთხელ უკვე ვცადე ცხოვრებასთან განშორება, მაგრამ დროულად მიპოვეს, ნახევრად ცოცხალი, ნახევრად –მკვდარი. მრავალმა ფსიქოლოგმა სცადა ჩემთვის ცხოვრების აზრის დაბრუნება, მაგრამ– უშედეგოდ, ყოველდღე სიცარიელის გრძობა მეუფლებოდა, რომელიც უშედეგო ცდის შემდეგ გადამავიწყდა და ისევ იგივე გრძნობა. არა, მხოლოდ მისი თვალები მიშველიან, მე ის უნდა ვნახო, მხოლოდ მასთან აქვს ჩემს ცხოვრებას აზრი. უნდა წავიდე მასთან. სულ დამავიწყდა მეთქვა, საერთოდ ყველაფრის წინასწარ გათვლა მჩვევია და პირველი დღიდან დავიწყე ფულის შეგროვება, მივატოვე მოწევა, ლუდის დალევაც კი, როგორც იტყვიან კაპიკს კაპიკზე ვაწებებდი. უკვე მეორე ზაფხულს, დიდი ვაი ვაგლახით, საკმარისი თანხა დავაგროვე. იმ დღეებში ჩემზე ბედნიერი კაცის პოვნა შეუძლებელი იყო. თავიდან გადავწყვიტე მისთვის არაფერი მეთქვა და სურპრიზი გამეკეთებინა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს ფოთი არ იყო, რომელსაც ფეხით თხუთმეტ წუთში შემოივლი. ეს იყო დიდი მოსკოვი, სადაც ადამიანის პოვნა ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია, თან გულიც ვერ იტევდა. ბოლოს გადავწყვიტე ,მაინც მეთქვა მისთვის ეს ამბავი, მაგრამ იმ დღეს პასუხი ვერ მივიღე, ვიფიქრე, სიხარულისგან გონება დაკარგა-მეთქი და ამას დიდი ყურადღება არ მივაქციე, მხოლოდ ის მივწერე, რომ ხვალ უკვე იქ ვიქნები და დემოდედოვის აეროპორტში დამხვედროდა. მივწერე თუ არა, კომპიუტერი გამოვრთე, ბარგი ჩავალაგე და თბილისისკენ გავემგზავრე, მთელი გზა ვფიქრობდი ჩვენს შეხვედრაზე, უფრო სწორედ მინდოდა მეფიქრა, მაგრამ იმდენად დიდ ეიფორიაში ვიყავი, ლამის მანქანიდან გადმოვხტი და ფეხით გავიქეცი. თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი და უკვე თვითმფრინავში ვიყავი, ირგვლივ მხოლოდ ნახევრად მძინარე ბორტგამცილებლები მიმოდიოდნენ. პირველი მგზავრი რომ ვნახე, მერე დავფიქრდი, აქამდე ჩემს გარდა არავინ ამოსულა. რამდენიმე საათის შემდეგ უკრაინაში ჩავფრინდი და რუსეთისკენ მიმავალ თვითმფრინავზე გადავჯექი. გული ისეთი სისწრაფით ფეთქდა, სისხლი პარკუჭის შესასვლელთან რომ დახუჭავდა თვალს, თითების ბოლოებში ახელდა, ზოგჯერ კი საერთოდ ჩერდებოდა, რამდენჯერმე ცოდვების მონანიებაც კი დავიწყე. გზა დაუმთავრებლად მეჩვენებოდა, საკმაოზე მეტად დამღლელი, მაგრამ ჩასვლისთანავე ახალი ენერგიით ავივსე. აეროპორტი დიდი იყო, ხალხი ჭიანჭველებივით მარავალრიცხოვანი და საქმიანი გახლდათ, არავის ეცალა ჩემთვის, მაგრამ ერთს დრო რომ ვკითხე, მიუხედავად ჩემი კავკასიური აღნაგობისა, ძალიან თავაზიანად გამცა პასუხი, რაც, სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია. ცოტა ხანში მზე ჩავიდა, ჩემთან უკვე რამდენჯერმე მოვიდა პოლიცია და საბუთები შემიმოწმა. მოსკოვში, რუსეთის სხვა ქალაქის მაცხოვრებელსაც არ აქვს, მგონი ,ერთ კვირაზე მეტხანს გაჩერების უფლება, ასე რომ ,არც ეგ გამკვირვებია. მალე ხალხი საერთოდ არ დარჩა, დღეს მეტი რეისიც არ იყო, რაღაც მიზეზების გამო გადადებულა და მთხოვეს აქურობა დამეტოვებინა. გარეთ სასიამოვნო სიგრილე იყო, მშრალი ჰაერი, საერთოდ არ ჰგავდა საქართველოს. დილის მზის ამოსვლასთან ერთად ჩემი იმედი საერთოდ გაქრა, მაგრამ მაინც არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ ის უბრალოდ არ მოვიდა. მიზეზი ყველაფერს აქვს და მეც მინდოდა მისი გაგება. მისამართი ზეპირად მახსოვდა. ტაქსის პოვნა არ გამჭირვებია, მაგრამ როდესაც ტაქსისტს ვუთხარი ,სად უნდა მივეყვანე, გახარებულმა მომახსენა, რომ ასეთი ქუჩა, ასეთი ნომრით მოსკოვში რამდენიმეა და ბედნიერი თვალებით გახედა მრიცხელს. უკან დასახევი გზა არ იყო და რომც ყოფილიყო ერთი წუთითაც არ ვიფიქრებდი მობრუნებაზე. პირველი გაჩერება, პირველი სახლი, ბებია ქალი და ბევრი კატა.
-უკაცრავად.
-გისმენთ ყმაწვილო.
-მე ანას ვეძებ. არის აქ ვინმე ასეთი?
-ანა?
-დიახ.
-არა შვილო, მე უკვე დიდი ხანია აქ მარტო ვცხოვრობ. ისე, ჩემ დიდ ბებიას ერქვა ანა, არაჩვეულებრივი ქალი იყო, მთელ რუსეთში მისი ფასი ქალი არ მოიძებნებოდა, მე მას მამსგავსებენ...
-ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მეჩქარება. სხვა დროს განვაგრძოთ.
-იცოდე გელი. დიდი ხანია არავისთან მისაუბრია, ჩაიზე შემომიარე.
ტაქსიში ჩავჯექი, დავიძარით. მეორე გაჩერება, ირგვლივ მხოლოდ მაღალსართულიანი სახლებია, ანა კი კერძო სახლში ცხოვრობდა. იმედს მაინც არ ვკარგავდი, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ შემდეგი გაჩერება საბოლოო იყო და მართალიც აღვმოჩნდი. კარები ახალგაზრდა ბიჭმა გამიღო, მას გაკვირვებული სახე ჰქონდა, როდესაც მე მნახა, საეჭვოდ შემომხედა, ხოლო როდესაც ანა ვიკითხე,ისეთი ხმით დაუძახა მას, რომ ლამის უკან შემოვბრუნდი.
-ანა იცნომ ამ მამაკაცს? ვინ არის ის? -ხმაში უზომო სიმკაცრე იგრძნობოდა.
ანა გაფითრებული მიყურებდა და ხმას ვერ იღებდა.
-ეს არის ანა?
-დიახ, ეს?
მთელი ძალა მოვიკრიფე, გავიღიმე.
-ბოდიშით, სულ ტყუილად შეგაწუხეთ, მე სხვა ანას ვეძებ. გმადლობთ ყურადღებისთვის და ნახვამდის.
ტაქსისტს ცოტა მოშორებით გავაყვანინე თავი და როდესაც ანას სახლს საკმაოდ გავცდით, ჩამოვედი, თანხა გადავუხადე და გზას ფეხით გავუდექით. ბავშვობიდან ზედმეტად დაკვირვებული ვიყავი და არ გამიჭირდა ანას და იმ ბიჭის ხელებზე საქორწილო ბეჭდების შემჩნევა და ის სურათიც ვნახე, რომელიც მათ ზურგს უკან იყო ჩამოკიდებული, ქორწილის დღეს გადაღებული. ფიქრებში ვიყავი გართული ისე, ძლიერმა ქარმა გამომაფხიზლა. ორმოცდაათი სართული ისე ავსულვარ ზევით და ისე დავმდგარვარ სახურავის კიდესთან ვერც კი შევამჩნიე.ისევ ის გრძნობა, სიცარიელე,მაგრამ ახლა სულ სხვა იყო, ძალიან ჰგავდა წინანდელს, მაგრამ მათში იყო რაღაც სხვაობა. ამის ძიების დრო არ მაქვს. ჩემს ქვევით ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცოცხალი ქალაქია და არავინაა ქუჩაში, რომ მიყვიროს მაინც, ეს არ გააკეთოო. მას შეეშინდა ოჯახიდან წამოსვლის, მას შეეშინდა ქმრის დატოვების, მიუხედავად იმისა, რომ არ უყვარდა...., მე კი, მე კი თავდავიწყებით ვუყვარდი, მაგრამ შეეშინდა, შეეშინდა და ნაბიჯით ახლოს მოვიწიე სიკვდილთან. ერთი პატარა უშნო მოძრაობა და სამუდამოდ დავრჩები მოსკოვის ქუჩებში. მოიცა, შენ ხომ მიიღე ის, რაც გინდოდა, შენ ხომ იგრძენი ის, იდექი მის წინ და გრძნოდი მას, გრძნობდი ისე, როგორც არვინ და გრძნობდი ისე, როგორც არსდროს. მე ცოცხალი ვარ და პირველად ამდენი ხნის განმავლობაში სიცოცხლე მინდა, მე ის მწყურია. გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი საქართველოში, მაგრამ ჯერ ერთი ადამიანი უნდა მენახა. ბებო, რომელსაც მისვლა შევპირდი. ის მართლა მელოდა, ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ, ჩვენ რა ,მან... ძლივს ვახერხები სიტყვის ჩაკვეხებას და უცებ გაჩერდა, მიყურებს და ხმას არ იღებს, ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე, რამე ხომ არ ვაწყენინე-მეთქი. სიჩუმე კვლავ მან დაარღვია.
-გიყურებ და ვერ გამიგია, ნაღვლიანი ხარ, თუ გიხარია, მაგრამ ზუსტად ვიცი, შენში რაღაც შეიცვალა.
მეც რაღა მექნა, ავდექი და მოვუყევი ყველაფერი. ის ჩუმად მისმენდა, მხოლოდ თვალებს ახამხამებდა, ისიც ბებრული სიდინჯით. მოყოლა რომ დავამთავრე, ადგა და ჩემთან მოვიდა. მიყურებდა ჩაფიქრებული, მე ხმას არ ვიღებდი და ხელის სწრაფი მოძრაობით ჩაის კოვზი ჩამარტყა თავში, შემდეგ კი იმავე ადგილას ალერსიანად მაკოცა.
-გაკოცე იმიტომ, რომ სწორად მოიქეცი, ჯერ რომ ჩამოხვედი და მერე რომ წამოდი მისგან. ის არ იყო შენი, ესეთი ქალი არ შეგეფერება. კოვზი კიდევ მოგხვდება, როგორც კი გაიფიქრებ, რომ შენ სიცოცხლეს აზრი არა აქვს. ახლა წადი და იცხოვრე, რადგან აქ მთავრდება შენი არსებობა და იწყება ნამდვილი ცხოვრება.
ბოლოს მადლობა გადავუხადე და წამოვედი, წამოვედი საქართველოში. ჩამოვედი თუ არა ჩემი ფილტვები მშობლიური ჰაერით აივსნენ, გული კი – სურვილით, სიცოცხლის სურვილით

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები