ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დალილა
ჟანრი: საბავშვო
13 აგვისტო, 2012


წრუწუნას ოინები.

სასაცილო რამ არის
ეს პატარა წრუწუნა.
სოროდან რომ გამოძვრა,
ჩუმად დაიწრუწუნა.

მის ხმაზე წამოცვივდნენ
დედა,მამა,ბებია,
წარამარა დარბიან,
ერთმანეთს ეხლებიან.

იქით-სკამი წააქციეს,
აქეთ-ჭიქა გატეხეს,
ამ პატარა წრუწუნასთვის
რა ამბავი ატეხეს...

სიცილით ვიგუდები,
სახლმა დაიგუგუნა,
ამხელა ხალხს აპამპულებს,
ერთი ციდა წრუწუნა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები