ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეთრი ობამა
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2012


ხატი...

მჩატდება ბინდი. მწვანე კაბა. შენ და არავინ...
არავინ ისე არ უხდება ახლა ჩემ ლექსებს
და ცას ისეთი ოცნებები გამოვაკარი,
რომ დედამიწა დავიკიდე ხატი ფეხებზე.
და მერე წავალ, წაგიყოლებ სადმე მთის იქით,
სადაც ღუბლებთან შეეძლებათ ბავშვებს თამაში,
მერე ჩვენსავით მარტოსული ორი ტირიფი
ვნახოთ და ლექსებს წაგიკითხავ ერთხელ ჰამაკში...
და როცა მინდორს წვიმის სუნი ისევ აუვა
შენ გაიქცევი, სახლისაკენ, მოუხედავად...
და ატირდები (გეფიცები) ბავშვი – ქალურად,
ხატი ლექსით და ულექსობით, ისევ შენთან ვარ...
მჩატდება ბინდი, შენ ჩაიცვამ მწვანე კაბას და
გამოხვალ გარეთ, არ დამეძებ როგორც სიმშვიდეს,
ხატი მე წავალ, ეს ოცნება აქვე დამთავრდა,
ჰო პოეტობა მე ვერაფრით გამოვისყიდე....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები