ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გეგ.ოდიშელი
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2012


ფერიცვალება

                                                                          უცნობ ქალიშვილს..

აუღელვებლად მიიძინა მეგრელის ცირამ..

ძველი კედლები, გაზეთები, ძველი ტერასა,
ვგრძნობ რომ ეს გული, ვერ გაუძლებს ამდენ აკვიატ-
-ებას ან ებებს, ნერვები მაქვს შემოტევაზე,
ნეტავ ეს მაინც მაცოდინა ამ ქალს რა ქვია..

და ასე მშვიდად მიეძინა მეგრელის ცირას,
რომ გათენდება უსათუოდ მომხსნის თაბაშირს
და სანამ შარას გაუყვება და კვირის წირვას
დაესწრებოდეს, მოირთვება ცისფერ კაბაში.

და ასე მშვიდად, ნამთვრალევზე ყურებაც შვენის,
ნეტამც ეს ფეხი არასოდეს შეხორცდებოდეს,
შილიფ საბანში, როგორც ახალ ბალახში შველი,
ძინავს და ვფიცავ სასთუმალთან მოვუკვდებოდი

სანამ მამალი შეჰყივლებდეს პირველ ალიონს,
შენ ასე მშვიდად მიიძინებ მეგრელის ცირა,
იქნებ მოვასწრო და მანამდე სული დავლიო..
ფერიცვალება გათენდება და დილის წირვა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები