ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახაბერი18
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2012


სამი პატარა გიჟი!

კარლო, სანდრო და ლიზი,
სამი პატარა გიჟი,
განსხვავებული არსით
თუმცა ერთნია მაინც

კარლო, ვაჟკაცი ,გამრჯე,
არის ბაბუის სახე
დაშლის ააწყობს, გატეხს,
ყველაფერს უცვლის სახეს
მერე გაიყვანს სანდროს,
შეტენის თავის ნაშრომს,
მერე დასტყუებს ახალს,
მოაწყობს ისევ პაკაზს.
მერე დაითრევს ლიზის
თმას წიწკნის - ისიც კიიივიიისსსსს.


სანდრო ბუნჩულა წყნარი
კვლავ  ჩასაყლაპი არი
ხასიათი აქვს სანდო
თუ გენდო სულსაც განდობს
მას უხარია ცოტაც,
ირგვლივ სუყველას ლოცავს
თუმც გაიზარდა მაინც, გულით კვლავ არის კინდი,
რომ გაიზრდება ვიცი იქნება ვუნდერკინდი.


ლიზი, ლამაზი არი,
მამიკოს ონავარი,
ამასთანავე არი
ბიჭებთან მეომარი,
გაეჯგიმება ბიჭებს
თუ გაჭრა დოინჯს იჭერს
თუ არა გაყრის ტლინკებს
და მერე გააჭიჭებს.
კუდრაჭა ცელქი სიო,
არაფერ არ თმობს ვსიო.


03.აგვისტო.2012. თბილისი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები