ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბადრი
ჟანრი: იუმორისტული
24 აგვისტო, 2012


ვისკი თუ


ვიღაც დაუნდობლად მანჯღრევს. თვალის გახელას სიკვდილი მირჩევნია.  სურვილის მიუხედავად თავს ძალას ვატან და თვალებსვახელ. ტვინში რაღაც სიგნალი აღიძრა, ტვინის გლუვ ზედაპირზე ფეხი ვერ მოიკიდა, თავდაღმართში დაეშვა და თვალებთან გაჩერდა. ნელ-ნელა თვალებს ოპტიკური ფუნქცია დაუბრუნდათ.  თავს მადგას ნახევრად შიშველი ქალი.
    –ხომ ვერ მეტყვით სად ვართ?
    ტვინიდან წამოსული სიგნალის  მცირე ნაწილი ისევ ტვინს დაუბრუნდა, მეორე ნაწილი წელს ქვემოთ ჩავიდა და სადღაც იქ გაიჭედა  თვალები დავატრიალე, ყურები დავცქვიტე, მანდილოსანს თვალი მოვაცილე და ჭერზე მიკრული პლაფონი  შევნიშნე    –მე მგონი მატარებელში ვართ. (ავარაკუნე გამხმარი  ენა პირის ღრუში)
    –ეგ მეც ვიცი, მაგრამ ხომ ვერ მეტყვით რომელ სადგურში შევდივართ?
    –ვერა!
    –იქნებ გამცილებელთან გასულიყავით და გაგერკვიათ!
    –ვინმე სხვას სთხოვე.                         
    –სხვას ვის ვსთხოვო?! ჩვენს მეტი არავინაა კუპეში.
    უუ! შემეშვი რა! ტანზე ჩაცმა მეზარება.
    _თქვენ ხომ ტანზეც გაცვიათ და ფეხზეც!
    მოკლედ, არ მომასვენა. საწოლიდან წამოვიზლაზნე გახევებული კისერი მოვისრისე, დავხედე ჩემს ჩანთას, რომელზეც თავი მედო და ტამბურში გავედი. ღია ფანჯრიდან მობერილ შემოდგომის ნიავს გახურებული შუბლი შევუშვირე,  ერთი ღერი სიგარეტი მოვწიე და დავიძარი გამცილებლის კუპეს მიმართულებით. კუპეს კარი ღიაა და კუპეში ზის ახალგაზრდა გამცილებელი.
    –უკაცრავად სად ვართ?
    –ვაა, როოგორ ხარ მეგობარო?! ნახევარ საათში ადლერში შევალთ. პახმელიაზე ხომ არ ხარ?
    აუუ, ახლა ამას აბარე აჩოტები. ენა საბოლოოდ მიმეკრა სასაზე.
    –მობრძანდი, ლუდი მიირთვი.
    ლუდი!!! უკვდავების წამალი. ლუდის ხათრით მატარებლიდან თავით გადავხტები. თითო ჭიქა ლუდი დავლიეთ
    –რა გემრიელი ლუდია! საიდან?
    –სამტრედიიდან! თან შენი ნაყიდია.
    –ჩემი???!!!
    –დიახ, შენი.
    ტვინში ერთმა ნათურამ ციმციმი დაიწყო.
    –არაყი ხომ არ გესიამოვნება?
    –არაყიც გვაქვს?
    –ნახევარი ბოთლი, ეგეც შენი ნაყიდია.
    –მაშინ ჩამოასხი.
    ჩაის ჭიქებში დასხმული არაყი დავლიეთ. ტვინში ნათურამ ციმციმი შეწყვიტა და აენთო მეხსიერების პროჟექტორი.   
    ბათუმის რკინიგზის სადგურის ბუფეტში მაგიდას ვუზივართ მე და გელა. ცნობათა ბიურომ გამოაცხადა, რომ მატარებელი № 47 ბათუმი–მოსკოვი 5 წუთის შემდეგ გადის პირველი ლიანდაგიდან.
    –აბა თითოც დავლიოთ და დავამთავროთ!
    –ერთ ბოთლს კიდევ ავიღებ!
    –დალევას ვერ მოვასწრებთ, თან ორი ბოთლი არაყი უკვე დავლიეთ. შენ რა გენაღვლება მატარებელში გამოიძინებ, მე ღამის ცვლაში ვარ.
    –კარგი, დავამთავროთ!
    ჩემი ვაგონი მოვძებნეთ. ვაგონის ასასვლელთან დაგვხვდა ახალგაზრდა გამცილებელი.
    –გამარჯობათ, მესამე ვაგონია?
    –დიახ.
    –თქვენი სახელი?
    –ნატაშა.
    –ძალიან სასიამოვნო! მე გელა მქვია, ეს ვოვაა.
    –ჩემთვისაც სასიამოვნოა, ბილეთები მაჩვენეთ!
    –ერთი ბილეთი გვაქვს.
    –ჩვენი ნაცნობობის მიუხედავად  უბილეთოთ ვერ წაგიყვანთ, მკაცრად გაგვაფრთხილეს!
    –მარტო ვოვა მოდის. სამწუხაროდ დღეს ღამის ცვლაში ვარ, თორემ თქვენ რომ დაგინახეთ წამოსვლის სურვილი მეც გამიჩნდა.
    გამცილებელს ბილეთი გავუწოდე.
    –ე.ი. მიბრძანდებით ადლერში. ადგილი 9. მესამე კუპეშია, დაბალი ადგილი.
    –გასაგებია.
    –იცით ვოვამ ისეთი ძილი იცის გაღვიძება გაგიჭირდებათ და იქნებ თქვენთან დაჯდეს კუპეში, არც თქვენ მოიწყენდით.
    –არ ვარ წინააღმდეგი თუ არ მომაწყენთ
    გელასთან ხვევნა–კოცნის და  დამშვიდობების ცერემონიის ჩატარების შემდეგ გამცილებლის კუპეში აღმოვჩნდი. სპორტული ჩანთა ზედა საწოლზე შემოვაგდე და მატარებელიც დაიძრა. ნატაშამ თეთრეული ჩამოარიგა, კუპეში დაბრუნდა და გვერდით მომიჯდა..
    –თუ თქვენი მეგობრის სიტყვას ვენდობით ადლერამდე არ უნდა მოვიწყინოთ.
    –იმედი მაქვს არ მოვიწყენთ! ისე ვაგონ– რესტორანი შორსაა?
    –ხუთი ვაგონის შემდეგაა.
    –მაშინ გავალ, რამეს მოვიტან.
    –მიბრძანდით!
    ვაგონ–რესტორანს ადვილად მივაგენი. უკან დაბრუნებული ჩემს  ვაგონს ვეღარ ვაგნებ. პირველი ვაგონის ბოლო ტამბურამდე რომ მივაღწიე და ელმავლის კუდი დავინახე გავჩერდი,  მერე ორი ვაგონი უკან გამოვიარე და რომ მგონია ჩემს ვაგონში ვარ, გამცილებლის კუპეში ფორმიანი  მამაკაცი დამხვდა.
    –უკაცრავად ეს რომელი ვაგონია?
    –მესამე.
    –რომელი მესამე, გამცილებლად ნატაშა რომ მუშაობს?
    – დიახ. თქვენ  ის მგზავრი ბრძანდებით?
    –რომელი ის?
    _ძილქუში რომ ჭირს?
    –ნამდვილად მე ვარ.
    _ ნატაშა გასულია, ჩქარა დაბრუნდება, მობრძანდით! ისე ძილქუშის საწინააღმდეგო უებარი საშუალებაა დიდ ფინჯანში ჩასხმული ცხელი ყავა, შემთხვევით  გადასხმული მუცელზე.
    _გმადლობთ რჩევისთვის, მაგრამ ყავა არ წამომიღია.
    _აბა რა მოიტანე?
    _ორი ბოთლი არაყი და დასაყოლებელი.
    _უჰ, მაგას რა სჯობს! ისე ხელის გული რომ გეფხანება თუ იცი რას ნიშნავს?
    _ფულს იშოვი!
    _ ცხვირი რომ გეფხანება?
    _ ეგ დალევის ნიშანია.
    _ორივე ერთად რომ გეფხანება?
    _შენ რა, ,,პოლე ჩუდესს,, მეთამაშები?!
    _ნუ ბრაზდები. ორივე ერთად რომ გეფხანება ნიშნავს მუქთად დალევას და სასიამოვნოა, რომ დღეს ჩემ ამდენ ფხანას უშედეგოდ არ ჩაუვლია.
      ერთი ბოთლი არაყი დავლიეთ და მეორე დავიწყეთ. ნატაშა დაბრუნდა.                                                            _თქვენ უკვე გაიცანით ერთმანეთი?
_ თითქმის.
_ ეს ჩემი მეუღლეა.
_მეუღლე?
_დიახ, მაგრამ სამსახურში კოლეგები ვართ.
    თვალი ჩამიკრა, კოსტიას ჭიქა აიღო და სულმოუთქმელად დაცალა. მანამდე ნატაშას დათრობაზეც თანახმა ვიყავი და ახლა კოსტიაც დასათრობი გამიხდა.
–სად ვართ?
–სამტრედიაში შევდივართ.
–ლუდის ამოტანას მოვასწრებ?
–აქ ელმავალი იცვლება და ნახევარი საათი დგომა გვაქვს. უეჭველიი მოასწრებ, თან ლუდი ნამდვილად გაასწორებს.

    ბუფეტი სამტრედიის სადგურის ბაქანზე.

–ღამე მშვიდობის, ლუდი გვააქვს?
– მშვიდობა მოგცეს ღმერთმა. ლუდი გვაქვს ახალი და ცივი
–გახსენი ერთი ბოთლი.
–ბოთლის ლუდი არ გვაქვს, ჩამოსასხმელია.
–დაასხი ერთი კათხა.
–კი ბატონო.
ჩემდა გასაკვირად ლუდი მართლაც დიდებული გამოდგა და კათხა ბოლომდე დავცალე.
–ბოთლის ლუდს სად ვიშოვი? წასაღებად მინდა.
–ვერსად!
–მაშინ რამე ჭურჭელი გექნება და ჩამისხი.
–ჭურჭელი ნამდვილად არ მაქვს.
–მაგ სამლიტრიანებში რა ასხია?
–გორის საკონსერვო ქარხნის გამოშვებული ვაშლის წვენია, ნატურალური და ვიტამინებით სავსე.
–თვენს სიტყვებში ეჭვის შეტანა უსაფუძვლოა, მაგრამ მაგის დასაჭაშნიკებლად არც დრო მაქვს და არც სურვილი. მოკლედ ერთი ქილა გაცალე, გამორეცხე და ლუდით გაავსე.
–წვენი სად წავიღო?
–ლუდის კათხებში ჩაასხი.
–წვენით სავსე კათხებს რა მოვუხერხო?
–დილით რკინიგზელები რომ გამოივლიან გაუმასპინძლდი ნატურალური, ვიტამინებით გაჯერებული წვენით.
  მებუფეტეს სიცილი წასკდა, სიცილი ხველებაში გადაეზარდა, ჯერ გაწითლდა, შემდეგ გალურჯდა და ხალათის სახელოთი  კარგა ხანს იწმინდა ცრემლები.
–აგაშენოს ღმერთმა! დიდი ხანია ასე გულიანად არ მიცინია.
–უკაცრავად, სასაცილო რა ვთქვი?
–უბრალოდ წარმოვიდგინე დილით პახმელიაზე მყოფ  რკინიგზელებს ამ წვენით რომ გავუმასპინძლდები და მთელი დღე ტუალეტში ნარბენნი როგორ ,,დამლოცავენ,,
–მაშინ გადააქციე წვენი და ლუდი ჩაასხი, თორემ გამასწრებს მატარებელი.
  ლუდი გამცილებლის კუპემდე მივიტანე და მეხსიერების პროჟექტორს ნათურა გადაეწვა.
–კოსტია, კაცობას გაფიცებ, გუშინ რამე ხომ არ შემეშალა?
–არა, კაცო! ერთი ჭიქა ლუდი დალიე და მე და ნატაშამ შენს კუპემდე მიგასვენეთ და შენს ადგილზე დაგასვენეთ. ისე გაგიმართლა მაგარი გოგო გყავს კუპეში.
–გული ნუ დაგწყდება. რომ გამაღვიძა მაშინ დავინახე.
–ეტყობა მდუღარე ყავაა შენი გაღვიძება რომ მოახერხა?!.
–მაგის  ტემპერატურას რა აზრი აქვს, უკვე ჩავდივარ.
–შენ წარმოიდგინე შენი თანამგზავრიც ადლერში ჩადის. ათი წუთი დრო  გაქვს ასე, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის.
  სასწრაფოდ დავბრუნდი კუპეში. თანამგზავრი დამჯდარ მდგომარეობაში დამხვდა.
–სად დაიკარგეთ?
–გამცილებელი ძლივს გავაღვიძე. ათ წუთში ადლერში შევდივართ. მომზადება უნდა მოვასწრო.
–თქვენ რა მომზადება გჭირდებათ? ტანზეც გაცვიათ და ფეხზეც. მოსამზადებელი მე ვარ.
–როგორ, თქვენც ადლერში ჩამოდიხართ?
–დიახ! და ძალიან გთხოვთ ტამბურში გაბრძანდეთ, ტანზე უნდა ჩავიცვა.
–კი გენაცვალე, ხელს არ შეგიშლით.
  ხუთ წუთში კუპეს კარები გაიღო  და ჩემი თანამგზავრი რომ დავინახე ჩაცმული და მაკიაჟგაკეთებული მოძალებულმა ნერწყვმა კინაღამ დამახრჩო.
–მობრძანდით, მოემზადეთ!
  კუპეში შევედი კარები მივხურე და ჩემს საწოლზე დავჯექი მომხიბლელი ქალბატონის საპირისპიროდ. ვიცი დრო  ცოტა მაქვს, მაგრამ ტვინში ნორმალური ფრაზა არ მომდის.
–თქვენ ვისთან მიბრძანდებით ადლერში?
–ჯარის მეგობართან.
–ქალაქში ცხოვრობს?
–არა, ოცი კილომეტრითაა ქალაქგარეთ.
ამ დროს კუპის კარებზე გასაღების მოკაკუნების ხმა გაისმა, კარები კოსტიამ გააღო.
  –ორ წუთში ადლერში შევდივართ, მოემზადეთ!
–მზად ვართ!
  ადლერის ბაქანი. ჩემი ჩანთა მხარზე მაქვს მოგდებული, თანამგზავრის ჩანთა ხელში. დრო  იწურება, რაღაც უნდა ვთქვა.
–ისე ახალი ანეგდოტი მინდა მოგიყვეთ. ლოტოსი გაგონილი გექნებათ.
–ლოტოსი როგორ არ ვიცი, ძალიან ლამაზი ყვავილია.
–არა, ყვავილზე კი არა სარეცხი ფხვნილზე გესაუბრებით.
–ეგეც ვიცი. ყურადღებით გისმენთ.
–მოკლედ, მოსკოვში მილიციელმა ქუჩაში გააჩერა დიპლომატის ჩემოდნიანი მამაკაცი და მოსთხოვა დიპლომატის გახსნა. კატეგორიული უარის შემდეგ მილიციელმა ხელიდან გამოგლიჯა დიპლომატი გახსნა და აღმოჩნდა  გახვეული თეთრ მტვერში. თურმე ის მამაკაცი სარეცხი ფხვნილების ქარხანაში მუშაობდა ინჟინრად და ,,ლოტოსი,, დიპლომატში ჩაყრილი გამოჰქონდა.
ჩემი თანამგზავრი იუმორზე აცრილიი აღმოჩნდა, არც გაუღიმია. ჩემ მოყოლილ ანეკდოტზე მე ვიცინი. ამ დროს ზურგიდან შეძახილი.
–მოქალაქენო შეჩერდით!
  მოვიხედე. ორი მილიციელი გვიახლოვდება.
–თქვენი საბუთები!
  პასპორტები გავუწოდეთ. ჩემი ქართულია.
–რა გაქვთ ჩანთაში?
  ჩანთა მხრიდან მოვიხსენი.
–ტანსაცმელია. შეგიძლიათ შეამოწმოთ!
–ეგ არა, მეორე ჩანთა გვაინტერესებს.
–ეს ჩანთა ამ ქალბატონისაა.
–როგორ გეკადრებათ,  ეგ ჩანთა სულაც არ არის ჩემი!
–ნებით გახსენით ჩანთა სანამ ძალას გამოვიყენებთ!
  ცივმა ოფლმა დამასხა. წელს ქვევით გაჭედილი სიგნალი დაიძრა და კოჭებამდე ჩააღწია. ენა ისევ არაკუნდა პირის ღრუში.
–არ გავხსნი.
–მაშინ ჩვენ გავხსნით!
  ერთი მილიციელი ზურგის მხრიდან დამიდგა და ხელი დამიჭირა. მეორემ ჩანთა გახსნა და ჰოი საოცრებავ?! ჩანთაში აღმოჩნდა  ხუთკილოგრამიანი  ,,ლოტოსის,, ფხვნილის პაკეტი. მილიციელებმა ბოდიში მოგვიხადეს და გზა განაგრძეს. მე აღარ ვარ მე.
თანამგზავრი კისკისებს.
  _რა გაცინებს?
  _თქვენ მოყოლილ ანეგდოტზე მეცინება. არ წავიდეთ?
  _სად?
  _ჩემთან. მარტო ვცხოვრობ. კარგი ვისკი მაქვს და ჩვენი მგზავრობა აღვნიშნოთ. –მადლობელი ვარ თქვენი. ამ მგზავრობას სიკვდილამდე ვერ დავივიწყებ! ისე დროა დალევას თავი დავანებო.
–აბა რას აპირებთ? ღამეს სადგურში ხომ არ გაათევთ?!
–მოსკოვიდან მომავალი ყველა მატარებელი სამტრედიას გაივლის. ჩავალ სამტრედიაში და დავლევ ნატურალურ, ვიტამინებით გაჯერებულ ვაშლის წვენს და ის მაინც მემახსოვრება, რომ ტუალეტში ყველა შესვლის დროს გორის საკონსერვო ქარხნის დირექტორი ,,დავლოცო,,!
–მაშინ მშვიდობით!
– დიდი მადლობელი ვარ თქვენი! ვერავინ დამაჯერებდა, რომ ,,ლოტოსს,, ჩემს ცხოვრებაში რამეს შეცვლა შეეძლო.
_ ერთი წუთით დაივიწყეთ ,,ლოტოსი,, და წარმოიდგინეთ ცხელი აბაზანა. აბაზანის შემდეგ სანთლების შუქის ფონზე ევროპული სუფრა და დიდი არაბული ტახტი მაქმანებიანი თეთრეულით. წარმოიდგინეთ?!
  წარმოვიდგინე და თქვენ წარმოიდგინეთ კოჭებში ჩასული სიგნალი სწრაფად დაიძრა და ისევ წელს ქვევით გაიჭედა.
_მაგ სცენის გაგრძელება ოდნავ ბუნდოვნად, მაგრამ რომანტიკულად მესახება.
_არჩევანი თქვენზეა ან ვისკი ან ვაშლის წვენი!
_სჯობს ვისკით მთვრალმა არაბულ ტახტზე გავატარო ღამე, ვიდრე წვენის ნასვამმა უნიტაზზე! ვრჩები!!!
_მე ელენა მქვია.
_მე ვოვა. გამიძეხ ჰელენ!!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები