ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2012


აი

აი, ლექსი რაზედაც
მთელ ჩემს შემოქმედებას
უყოყმანოდ გავცვლიდი...
გადამეწვა "ფაზენდა",
გულზე სევდად მედება
და მაწუხებს ართრიტი.
აი, გოგო რომელიც
უმალ მექცა მუზად რომ
შემიფარა თავისთან...
გამოვძერწავ ობელისკს
რა თქმა უნდა უზადოს
თითქოს გული გამისკდა...
აი, კოცნა როდესაც
ტუჩებს იპყრობს კანკალი,
დახუჭული თვალები...
ვეჯიბრები ბოდლერსაც,
მე პოეტი-ვანდალი,
ფიქრთა გაფერმკრთალება!
აი, ღმერთი რადგანაც
სიაშია შინდლერის,
მეძალება სკლეროზი...
სიმწიფის გზას ადგანან
ლაგოდეხის შინდები,
მივსეირნობ "პეროვზე".
აი, სიტყვა ძვირფასო
მერამდენედ ამომხდა
შენი მზერის უქონელს...
დაგვილოცეთ: პიკასო,
ვეტყვი ღვინის გამომხდელს,
ფიროსმანის დუქანში.
აი, ლექსი რაზედაც
მთელ თქვენს შემოქმედებას
უყოყმანოდ გაცვლიდით...
სიზიფემაც აზიდა,
გულს რომ ლოდი ედება,
არ მაწუხებს ართრიტი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები