რა დროს ფერებია მე ერთ ფერს ვიცნობ კოორდილიერებივით გრძელია გზა ჩვენი, ერთად სავალი.
ჩეხური ჭაღი ჩამოვხსენი თეთრი ჭერიდან, ვიცი რომ გიყვარს სეირნობა შენ თეთრი ცის ქვეშ. რა ლამაზია ცქერა მაგნოლიების და ამ გზას ვეთაყვანე მე გალეშილი. კარგია მარტო ბორიალი სიკვდილის შემდეგ.
წყარო გემრიელო, თითქოს მთებშია ის სიმშვიდე, აქ რომ ვეძებდი, აქ ვერ ვიპოვე და დავფიქრდი. რა ხდება იქით?
თეთრ ცხენზე მგონი არავინ ჯდება. არ მჯერა ზღაპრების და ველი რაღაც სხვას, ეშვება ციდან თოვლთა ფანტელი, მე გამინათა გზა შენმა ბარდნამ.
ალბათ ლექსშია ის სიყვარული მე რომ ვიპოვე სიკვდილის შემდეგ ეს ხეოფსების თეთრი სახლია, რა ჰქვიათ კერპებს ნაღდი სახელი?
თეთრ გზებზე თეთრი ხელებით თეთრ ცდებს ვატარებ, მე ვგრძნობ ძნელია ისევ სიცოცხლე, სიკვდილის შემდეგ.
* * *
მე მიყვარს როცა წერ ლექსებს, ამოდის მთვარე და ჩადის მზე.
მე მიყვარს როცა მინათებ დღეს, ივიწყებ ღამეს და ანგრევ ძველს, აშენებ ახალს და ელი მზეს, ამოვა მთიდან, გაგვინათებს გზებს. და მჯერა რომ მხოლოდ შენ მოხვალ, როგორც სიცოცხლე და როგორ მყვარებია ეს გოგო, რომელიც ვერავის ვამსგავსე, რომელიც არ მტოვებს თან სევდას ამატებს, ჩერდება ეზოში და ბავშვებს აწყნარებს, თავის შვილს მუფილებს ურთავს, თან ამატებს ბებირი ბავშვი ხარ, მიყვირის, მაწყნარებს, ქუჩაში რომ მხვდება ის არ ჰგავს არავის, თვალები მესვრიან და მთხოვენ თავანებს სიყვარულს, რომელსაც ვპირდები, თან ვაქებ, დ არ ვატყებ, მიყვარს და რა ვქნა მე. ღმერთს ხომ იმას შევთხოვ მიყვარდეს მარად ეს ბებირი ბავშვი და ბებირის პატარა.
სიცოცხლე გამოდი და ეხსენ სატანას, გააღე კარები, მომხვიე ხელები, სიცოცხლე როგორ ხარ? შენ თათო სადა ხარ?
სადა ხარ, მე გელი შენ კი აქ არა ხარ? სადა ხარ გეძახი, შენ კი კვლავ ჩემში ხარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მშვენიერია! მშვენიერია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|