ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2012


წუთისოფლის კლოუნი

წუთისოფლის კლოუნი
წუთისოფლის ყოფამ
კლოუნს დამამსგავსა,
ღიმილნარევს აღარ მათბობს
ზამთრის კარმაც,
დარდის ნიღაბს დავატარებ
აღმა-დაღმა...
კლოუნი ვარ,
სხვებს ვაცინებ...
ცრემლით ვხატავ...
წუთისოფლის
უფლისწულმა ჩამიარა,
ლოყებწითელს დამემართა
გულის დამბლა,
კლოუნ ქალის სითამამემ
მიხსნა იმწამს,
განა,
ვინმე დაიჯერებს,
რომ მეც მიყვარს...
წუთისოფლის
კლოუნი ვარ,
ნუ მდებ სარმას!
ამ ცხოვრებამ
ჩემი წილი
კლანჭით დამჭრა,
კლოუნობას ნუ დამიშლით!
ნუ აკრძალავთ!
ჩემ გარეშე
გამეფდება
დარდი დარდად!
26.08.2012 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები