ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ონისე_ოკ
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
31 აგვისტო, 2012


აბორტი და "სულიერი სიმშვიდე"

        დღევანდელი ჩემი თემაა – „აბორტის orthodox.ge-ული ვარიანტის“ განხილვა. მე პირადად საშინლად არ მომეწონა ეს სტატია (http://orthodox.ge/index.php?id=aktualuri_temebi/rtuli_kitxvebi.php) რადგან ის ემსახურება ადამიანებში (ძირითადად ქრისტიანებში) არასწორი აზროვნების ჩამოყალიბებას (რაც ნაწილობრივ უკვე ჩამოყალიბებულია და ეს სტატიაც ამისკენ გადადგმული კიდევ ერთი  ნაბიჯია). მოდით განვიხილოთ.
ავტორი ამბობს რომ გაუპატიურების შედეგად ჩვეულებრივ, დაფეხმძიმება არ ხდება. ასე ხდება ერთეულ, გამონაკლის შემთხვევებში. სრული სისულელე, რა თქმა უნდა. გაუპატიურებისას უდიდესი შანსია რომ ქალი დაორსულდეს, მითუმეტეს როდესაც მამაკაცი არ ხმარობს თავდაცვის საშუალებებს. როდესაც ამას წაიკითხავს მამაკაცი რომელსაც ლტოლვა უჩნდება ქალისადმი, რას იფიქრებს ის? იფიქრებს რომ გააუპატიუროს, რა თქმა უნდა ამას იფიქრებს. საკუთარ ბედს მიენდობა და ღმერთს შესთხოვს რომ იმ გამონაკლის შემთხვევებში არ მოხდეს. ადგება და გააკეთებს გასაკეთებელს. გოგონა დაორსულდება.
ახლა კი კითხვა: არ არის  ეს გარყვნილებისკენ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯი?..  ნუთუ ასეთი სტატიების წერა უფრო არ მოახშირებს აბორტებს?.. უფრო მეტ გაუპატიურების შემთხვევებს არ შევხვდებით? ჩემი აზრით კი. თუ თქვენ თვლით რომ არა, მაშინ დამისაბუთეთ რატომ.
განვაგრძოთ. ავტორი ამბობს შემდეგს: ‘’ გაუპატიურებაში ხშირად დამნაშავეა თავად დაზარალებული, ჩაცმულობის, ქცევის, უყურადღებობის ან უფროსების დაუჯერებლობის გამო და ა.შ. ხშირად სწორედ ამგვარი წინაპირობების გამო ხდება ტრაგედია. აქედან გამომდინარე, უფროსების საქციელზე უდანაშაულო ბავშვმა რატომ უნდა აგოს პასუხი?!“. აჰა, თურმე გოგონა ყოფილა დამნაშავე იმის გამო რომ მასზე მოძალადე სექსუალურად დაუკმაყოფილებელია და დაუჯერებლობის გამო ამ დაუკმაყოფილებლობის მსხვერპლი ხდება! გენიოსია პირდაპირ ამის დამწერი. კარგით, ეს არაფერი, წარმოვიდგინოთ იმ გოგონას მდგომარეობა რომელიც ამას კითხულობს. ნუთუ ქრისტიანობის მიზანი ის არ არის რომ ადამიანებს სულიერი სიმშვიდე შეუქმნას როგორც შეუძლია? ამის ავტორი კი რას აკეთებს, სულიერ სიმშვიდეს უქმნის გაუპატიურების მსხვერპლ გოგონას თუ პირიქით, სულიერად ამძიმებს? დღევანდელ საქართველოში, უმეტესი ქრისტიანი საკმაოდ ბრმა მორწმუნეა. დიახ, ბრმა მორწმუნე და ამას ვაცხადებ პირდაპირ და შეუფარავად. როდესაც ეს ბრმამორწმუნე ამას წაიკითხავს და თითქმის გაუაზრებლად დაიჯერებს, რა მდგომარეობაში ჩავარდება? ამაზე არ ფიქრობს ჩვენი გენიოსი?
კიდევ ერთი ციტატა : ‘’ როგორ მოვიქცეთ, თუ ფეხმძიმედ თორმეტი წლის გოგონაა. თუ გოგონა ასეთი აღვირახსნილია და ამგვარად იქცევა, მაშინ ბუნებრივია მან უნდა კიდეც ზიდოს თავისი ჯვარი, როგორც თავისი ქმედების შედეგი. დავუშვათ ჩვენ გავიგეთ, რომ თორმეტი წლის ბიჭმა ჩაიდინა რაიმე დანაშაული. სრულიად ახლახან ასეთი შემთხვევა მოხდა ჩვენი ეკლესიის მახლობლად: მართალია, არა თორმეტი, არამედ ცამეტი წლის ბიჭებმა სასიკვდილოდ ცემეს ცხრა წლის ბიჭი. ჩვენი გონება ხომ გვკარნახობს, რომ ბოროტება როგორღაც უნდა აღიკვეთოს, რომ ბოროტება უნდა დაისაჯოს?! ასევეა ამ შემთხვევაშიც: გოგონა არ მოიქცა სწორად, მოიქცა როგორც ქუჩის გოგო. ამის გამო რატომ უნდა დაიღუპოს უდანაშაულო არსება?’’. თორმეტი წლის გოგონამ თავისი ჯვარი უნდა ტვირთოს... თორმეტი წლისამ გესმით? უფროსის დაუჯერებლობისა და მოკლე შარვლის (რომელიც დეიდამ ჩამოუტანა უცხოეთიდან. მას გაუხარდა, ჩაიცვა და გავიდა გარეთ რომ სხვებისთვისაც ენახებინა თავისი შარვალი. ის ხომ ჯერ ბავშვია, მას უნდა რომ მეგობრებმა შორტი შეუქონ მაგრამ უეცრად ეს გოგონა ვიღაცის მსხვერპლი ხდება და ამ გოგონამ ჯვარი უნდა ტვირთოს) მსხვერპლმა... ჩვენი სტატიის ავტორი, ბავშვს, რომლის თვალებშიც ჯერ ისევ ახალგაზრდული სილაღე და ბედნიერებაა, ჯვრის ტვირთვისთვის იმეტებს!..
ციტატა: ‘’ საკუთარი შვილის სიკვდილის ხარჯზე გახანგრძლივებული სიცოცხლე, იგივეა რომ, დედამ შეჭამოს საკუთარი შვილი - ასეთი შემთხვევები იყო ლენინგრადის ბლოკადის დროს. როდესაც დედა ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი სიცოცხლე შვილის ხარჯზე - ეს კანიბალიზმია. უმჯობესია მიენდო ღმერთს და იმედი იქონიო, რომ ცოცხალი გადარჩები. თუ ქალს ემუქრება სიკვდილი მშობიარობისას - ე.ი. მისთვის სქესობრივი ცხოვრება არ შეიძლება. არ შეიძლება მიიღო სიამოვნება საკუთარი შვილების მკვლელობით.“ აი ეს უკვე მესმის!.. კანიბალიზმი. მშობელს, რომელსაც უკვე რამდენჯერმე აქვს აბორტი გაკეთებული (სხვადასხვა მიზეზის გამო), კანიბალს უწოდებს და ეუბნება რომ თავისი შვილის სიცოცხლის ხარჯზე საკუთარი სიცოცხლე გაიხანგრძლივა... თურმე მშობელი აბორტს იმიტომ იკეთებს რომ საკუთარი შვილის მოკვლით ბედნიერება მიიღოს!.. ჰაჰა! მიმიფურთხებია ასეთი შეგნებისთვის და მიმიფურთხებია ასეთი შეგნების მიმდევრებისთვის. და ამ ადამიანების მიზანია სულიერი სიმშვიდის დამყარება? მე არ მინდა ასეთი სულიერი სიმშვიდე და ასეთი სულიერი სიმშვიდის დამმკვიდრებლების მორჩილება.
და თქვენ?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები