ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კუპრუმი
ჟანრი: პროზა
5 სექტემბერი, 2012


ჩემი ბოლო ტკივილი

მე უშენოდ ვარ კარგად და შენთან ვარ ცუდად, არადა სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.
კარგად ვარ მაშინ, როდესაც შორს ხარ. რატომ? პასუხი მარტივია. მხოლოდ მაშინ ხარ ჩემი, მხოლოდ მაშინ ხარ ჩემში. მე შევიძლია მოვატყუო საკუთარი თავი და ეს ტყუილი მე მომცემს კიდევ ერთ, მაგრამ უმნიშვნელოვანეს ბედნიერ წამს ცხოვრებაში. შემიძლია ვიოცნებო შენზე, ვიეცნებო იმაზე რომ შენც გიყვარვარ. მხოლოდ მაშინ მაქვს იმედი რომ ჩემი გრძნობა არ არის ცალხმრივი. ვბედავ და ვაძლევ თავს უფლებას იფიქროს, იფიქროს იმაზე რომ შენც ფირობ ჩემზე, შენც გიკვდება გული როდესაც მარტო ხარ, მხოლოდ იმიტომ რომ გვერდით არ გყავარ, შენც გეკვრის სუნთქვა, როდესაც გულით იცინი, როცა გიხარია, სეირნობ თანატოლებთან, ტელევიზორს უყურებ, კითხულობ, ფეისბუქში ერთობი. გტკივა თითოეული ჩასუნთქვა და თითოეული გულის დაღლილი დარტყმა.
ცუდად ვარ მაშინ, როდესაც ახლოს ხარ. გიყურებ და ვხედავ, შენ ოდნავადაც არ ხარ ჩემი და მე ერთი წვეთითაც არ ვარ შენში. შენც, ვერ და არც კი წარმოგიდგენია როგორ მიყვარხარ. მიყვარხარ, მწყურიხარ. გიყურებ და შენი თვალები ჩემში აღვიძებენ ნოსფერატუს,მაგრამ მას სისხლი არ უნდა, მას ლტოლვა შია, რომელიც მხოლოდ შენთან ეგულება. ის კვდება, შიმშილით კვდება. იცი? გუშინ სიყვარული ამიხსნეს, გულში ჩამიკრეს, სულში ჩამიკრეს. მე შემრცხვა, შემრცხვა შენი. ვერ გიღალატე, ვერ მოგატყუე. შენ კი მოდიხარ და მიყვები თუ როგორ გააბითურე კიდევ ერთი. მე არ მწყინს, რადგან ვიცი ისინი არ გიყვარს, მათთან ერთობი. რაც უფრო მიახლოვდები, მით მეთად მშივდები და მით უფრო მიუწვდომელი ხდები. მაგიჟებ, მაგიჟებ გესმის? თუმცა როგორ უნდა გამიგო, მე ხომ ერთხელაც ვერ გავბედე მეთქვა სიმართე. არავინ იცის რომ ჩვენ სიყვარული აკვიგრძალეს, თითოეულმა მათგანმა ხელი შეუჭყო ჩვენს ერთად არ ყოფნას და ამას ვერც კი ხედავენ. აღარ მიყვარს ადამიანები. აღარ მიყვარხარ შენ ადამიანი. მე მიყვარს ღმერთი რომელიც შენშია, რომელიც ვერასდროს იქნება ისეთი ბედნიერი, როგორიც ჩემთან. ვერავინ მოგცემს იმ ძალის სიყვარულს, როგორსაც მოგცემ მე... რატომ? რატომ? რატომ არ ხარ ჩემი? რატომ არ ვარ შენში? რატომ არ ვართ ჩვენ? დავიღელე დამალვით, მომბეზრდა, გამოვიფიტე, მაგრამ სიმართლე შენ თავს დამაკარგვინებს სამუდამოდ, მომიკლავს იმედს, რომელიც მაცოცხლებს და მეც არ მექნება მიზეზი აქ გაჩერებისა... უკვე 16 დღეა არ მინახავხარ და ყოველი დრე ჩემთან იყავი. დღეს, დღეს კი ფეისბუქში გნახე. იყავი ყველასთვის, მაგრამ არა ჩემთვის. მშინ კი, გამხსენდა, ყველაფერი გამახსენდა და მიძინებულმა ტკივილმა, მოზავებული ძალით შემომიტია. მეტკინა, ძალიან მეტკინა, მაგრამ ტკივილს არ შევუწუხებივარ. მათრახი მხოლოდ პირველი ასია მწარე, მეორე ათასს გრგძნობ, მესამე ათასს და  ყოველ წამიერს უკვე ვერც ხვდები, რადგან სხეული პარალიზებულია. ის უკვე ტკივილსაც ვერ გრძნობს, ეს კი მხოლოდ მკვდარს შეუძლია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები