 | ავტორი: დონკიხოტი ჟანრი: პოეზია 5 სექტემბერი, 2012 |
გადამფრენები ფოთოლცვენას ჰგავს, - ამ სევდას უდრის, - მავთულხლართები ვერ შეაკავებს თავისუფლებას. შორს გადამალეს ჰორიზონტებმა მერცხლების გუნდი და გაფურჩქნული ფლორის სიუხვეც, ქარს დაუკრეფავს.
მიემართება ციური გზებით ესკადრილია, ჟღალი ფოთლები მიწის სიშავეს მკერდით ფარავენ. და მზიანობაც თითქოს ამ სევდით აღკვეთილია, - ვეღარ იზიდავს მისი ნათება დაღლილ ფარვანებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|