ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2012


თათოს

                                                                                            ვასილ ბარნოვის ''ტკბილი დუდუკი'' წავიკითხე
                                                                                                                              და დაგიწერე

შენ ანგელოზო,
როცა მტოვებ და მიდიხარ შორს,
ამ გულს ვერ ტოვებ
ტკბილ დუდუკის ხმა ისმის ჩემში.

შენი სულია ჩემი სამშობლო
და მარადისი თავშესაფარი
ვიცი გაქრება ეს გულის ცემა
და გრძნობა მწველი აღარასოდეს.

ნუ გლოვობ, ნუ ტირი,
ნუ გკტივა, იცოდე
ტკბილ დუდუკს ვეკუთვნით
მხოლოდ ეს გახსოვდეს.

თუმცა ვიცი რომ გახსოვს შენ მრავალი,
ათასმა ტკივილმა დატოვოს სულები,
მე დღეს ერთადერთი ამ დროს კვლავ გავუძლებ,
და ჩვენ უსასრულოდ მზის ჩასვლას ვუყურებთ.

ერთ სულ და ერთ ხორც,
                        მაქვს იმედი მხოლოდ სიცოცხლის,
და ეს იმედი მოვა შენთან,
                      ვგრძნობ, მწამს და ველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები