ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ავტ2
ჟანრი: პროზა
14 სექტემბერი, 2012


ეძღვნება ჩემს უცნობ მეგობარს (არ ვწერ შეფასებისთვის, უბრალოდ ჩემი გრძნობების გაზიარება მინდოდა, მაპატიეთ)

თინამ ისე, როგორც ყოველ დილით, ამოუცნობი და უაღრესად პოზიტიური ღიმილით ბავშვები ასაუზმა, შემდეგ სათითაოდ ჩამოუარა, მიუალერსა და თავზე აკოცა, ბოლოს კი ზაზას შეხედა, აკოცა და უთხრა, არ მოიწყინო მა, დამირეკე, გკოცნი...
ახალ სამსახურში გადასულს ძალიან ბევრი ახალი ადამიანი დამხვდა, იმდენად ბევრი, რომ ძალიან შემეშინდა ვაი თუ ყველა ვერ დავიმახსოვრო და არ მივესალმო მეთქი. თინა სხვა დეპარტამენტში მუშაობდა, თუმცა რამოდენიმეჯერ გამოველაპარაკეთ ერთმანეთს იქედან გამომდინარე, რომ ჩემს უფროსთან ქონდა ხოლმე საქმე და ჩემი უფროსის ოთახში შესვლა მხოლოდ ჩემი ოთახის გავლით იყო შესაძლებელი. კარგად არ ვიცნობდი თინას, მისი გვარიც არ ვიცოდი. საერთოდ მეგონა, რომ ჩემი ახლობელი არც იყო.
ვაჟი შემეძინა და სამსახურში დამეგობრებულმა კოლეგებმა საჩუქრები დამახვავეს. ძალიან გამიკვირდა სათნო და ლამაზი თინაც, რომ მოვიდა ჩემთან და საჩუქარი მომიტანა პატარა ვატოსთვის. უსაყვარლესი ჟაკეტი იყო, რომელიც მგონი ერთადერთი ტანსაცმელია, რაც ვატოს პატარაობიდან დამამახსოვრდა და ალბათ მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
თინა შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებთან მუშაობდა. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი, ვისაც შეხება ქონდა თინასთან იმედითა და სიცოცხლის სურვილით აღსავსე შეყურებდა მას. თინა ყველას უზომოდ უყვარდა, ალბათ განსაკუთრებით იმათ, ვინც ძალიან ახლოს იყო მასთან...
თინა, ძალიან ცოცხალი, ძალიან კეთილი, ძალიან ლამაზი, მუდამ მომღიმარი და ამავე დროს ძალიან ტრაგიკული ადამიანი აღმოჩნდა, ვინაიდან სწორედ მაშინ, ახალგაზრდობაში, როდესაც ცხოვრება ალბათ ყველაზე მეტად უხაროდა, ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა, ქვეყანას კი დაუტოვა შვილები, მეუღლე და მასზე შეყვარებული, ატირებული და საშინლად ნაღვლიანი  ადამიანები......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები