ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2012


კითხვები…

ნეტავ სად არის?
ნუთუ დავკარგე?
ანკი მოველი?
თუ არც მოველი?
კვალი წაშლილა?
თუ კვლავ ატყვია,
ქვიშას ჩვენ ორნის ნაფეხურები?
მეტყვი სადა ხარ?
თუ არ გამიმხელ?
სად დაგიბუდევს ასე უჩემოდ?
ანკი რა იყო?
რაზედ დამშორდი?
იმ ღამ უეცრად ასე უენოდ?
როგორ წაება ზამთარს ზაფხული?
და შემოდგომის წვიმა და ქარი?
ნეტავ სადა ხარ?
ამდენ ხანს კარგო?
შენ ხომ ჩემი ხარ?
ამ ლექსით ქნარი?
ამდენ კითვაზე პასუხიც არის:
კვალი წაშლილა,
ცრემლი კი დაშრა,
მე და შენ დავრჩით
მარტო იმ წუთას,
ეს ტალღის ქაფმა რომ განიზრახა.
მაგრამ კითხვები  და კვლავ კითხვები,
არ მასვენებენ, მაინც სად წახველ?
აწი ფიქრები, ან გული ჩემი,
ნეტავ სხვა ქალზე ფიქრს გამანდობენ?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები