თვალი _ სულის სარკმელი და სასთუმალი, _ ზეცამ მწუხრზე ისე ჩუმად დაიურვა, _ სიმძიმილით ჩამოუშვა მან ვუალი და მზისფერი დაუღამდა გრავიურა. სიომ სიმი დააპურა ძველ რომანსით, და ვნებით კვლავ ელექსება მამალ ჰუნეს, მე კი... მიპყრობს ურწმუნობა იმ თომასი, სანამ ჰუნე ნაცნობ ტრამალს დაიბრუნებს. და შავ ხალებს კვლავ ვუკოცნი თოთო ტიტებს, _ სახე უთრთით მათ, ღიმილით ცრემლგათოშილთ, _ და რძის დელგმა ძუძუებში ხვნეშით მიტევს, და ბუბუნებს დედამიწა ცხელ საშოში. თუ ნოყიერ თავთავებად კვლავ მიგემებ, _ აგირეკლავ ძველ თქმულებად მზის საყდარზე, ხელისგულზე პირამიდებს ამიგებენ და მემფისის ვრცელ ქვიშნარში იდარბაზებ. მე მოვწყდები წვეთად ნოეს კიდობნიდან, კვლავ გიჟურად გავაგელვებ მამალ ჰუნეს, და ვიქნები ის ბრძენი და ის მოგვი და ის წარმართი, რწმენით ღმერთს რომ დაგიბრუნებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. საინტერესო რამე აღმოვაჩინე., თურმე სულ არ წამიკითხავს შენი ლექსები. :) კარგია ნელ-ნელა წავიკითხავ. ეს ლექსიც მომეწონა. საინტერესო რამე აღმოვაჩინე., თურმე სულ არ წამიკითხავს შენი ლექსები. :) კარგია ნელ-ნელა წავიკითხავ. ეს ლექსიც მომეწონა.
4. მადლობა, მეგობარო! :) ეს შარშანწინ გამოქვეყნდა „ლიტერატურულ გაზეთში“. :) მადლობა, მეგობარო! :) ეს შარშანწინ გამოქვეყნდა „ლიტერატურულ გაზეთში“. :)
3. ეს ლექსი ძალიან მომეწონა!
ეს ლექსი ძალიან მომეწონა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|