ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დალილა
ჟანრი: საბავშვო
27 სექტემბერი, 2012


ზარმაცი ფისო

ვერ გავიგე,ჩემო ფისო,
როგორ იტან ამდენ ძილს.
ვერა ხედავ,დაემსგავსე
გუჭუნიას გაბერილს?

გადამღალა წარა-მარა
ბებოს საყვედურებმა,
შენ თავს ისე იკატუნებ
თითქოს არ გეყურება.

ამდენ ძილს და უქმად ყოფნას
თაგვის ჭერა გერჩივნოს.
სახლიდან რომ მიგაბრძანონ
ჩემგან აღარ გეწყინოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები