| ავტორი: ონისე_ოკ ჟანრი: პროზა 29 სექტემბერი, 2012 |
– ჰეი შენ. შენ, თავდახრილი რომ მოუყვები თბილისის გატკიცინებულ გზებს. თვალი გაახილე, შენს წინ ბანანის ქერქია. აი! ხო გაგაფრთხილე, ახლა ღირსი ხარ ეგრე რომ გტკივა ფეხი, იმედია შემდეგისთვის ჭკუას ისწავლი. ადექი და გააგრძელე გზა. აი ასე, კარგია. თავი აწიე ადამიანო, თავი აწიე წინ საღებავი ასხია და ისევ აგიცურდება ფეხი. აჰა, კიდევ... წითელი საღებავიდან რა სწრაფად წამოხტი. მისი ჩამოწმენდვა არც გიცდია, ცოტ–ცოტა წვეთავს და შენს წითელ კვალს ტოვებს თბილისის გატკიცინებულ გზებზე... გააგრძელე გზა. დიდება უფალს, თვალი რომ გაახილე! ახლა თავიც აწიე, აწიე! ჯანდაბას, ისიც კარგია თვალი რომ გაახილე. აი, ერთ ბანანის ქერქს უკვე გადააბიჯე. მანქანის მიერ გაჭყლეტილ თაგვსაც. ყოჩაღ ადამიანო, ყოჩაღ! რა უდარდელად მოუყვები გზას. ნუ ხუჭავ, ნუ ხუჭავ. ნუთუ უკვე ფიქრობ რომ არანაირი დაბრკოლება არ მოგელის გზაზე. აჰ... ისევ დახუჭე. ისევ წაიქეცი. წაქცევისას ინსტიქტურად გაგეხილა თვალი და გზაზე მომავალში შემხვედრი დაბრკოლებები დაინახე. ხომ დაინახე! მაგრამ ხელებზე დაყრდნობით კვლავ წამოდექი და გზა განაგრძე. თავში რაღაცამ გაგიელვა, ოდნავ გეტკინა, მაგრამ არ შეიმჩნიე. მიდიხარ და მარცხნივ ხედავ დიდ ქანდაკებას, კატა მანქანის ბორბლებიდან ხტება მაგრამ ბორბლები უკვე ისე ახლოსაა ფეხებთან კატას მაინც მოტყდება ფეხები... გიზიდავს ეს ქანდაკება და ცოტა ხანი უყურებ. თვითკმაყოფილი სახით აგრძელებ გზას, თვალების დახუჭვა დაგავიწყდა. მარჯვნივ მტკვარია... და რას ხედავ, მტკვარი წითლად შეფერილა. თითქოს მილიონი ვედრა წითელი საღებავი ჩაასხეს შიგო. ალაგ ალაგ რაღაც ამოხტება, რამდენჯერმე გაიბრძოლებს და ისევ უკან ბრუნდება წითელ მორევში. წითელი მტკვარი არ მოგწონს. გზას აგრძელებ. გინდა უყურო მტკვარს მაგრამ არ გამოგდის. მარცხნივ ხედავ უამრავი თაგვი მოდის. კოლონის დასაწყისში უფრო დიდები არიან, უკან კი პატარები, მაგრამ იქაც გამოირევიან დიდები რომლებიც ჩოჩქოლის შემთხვევაში პატარების დაწყნარებას ცდილობენ. გზას აგრძელებ, პირდაპირ იყურები. გინდა მარჯვნივ იყურებოდე, გინდა შეიგრძნობდე ამას მაგრამ არ გამოგდის! ხვდები რომ შენს ტვინში რაღაც ხდება, რაღაც რისი ახსნაც შენ არ შეგიძლია. ხვდები რომ რაღაცა ცდილობს თავის პირველსაწყისს დაუბრუნდეს. რეალურად შენს გონებაში სადენებს ფერები შეუცვალეს. ლურჯი სადენი ცდილობს თავი გამოინთავისუფლოს წითლისგან. წითელი არ უშვებს, ხვდება რომ ძალას კარგავს. დასაკარგი აღარაფერი აქვს და ყველაფერს აკეთებს ლურჯი სადენის შესანარჩუნებლად. ლურჯს უნდა აიწყვიტოს. ის იცის რომ აწყვეტა და გათავისუფლება აუცილებელია. არ იცის შემდეგ რას გააკეთებს. მაგრამ ის იცის რომ უნდა აიწყვიტოს და თავისუფლებით დატკბეს. ისიც იცის რომ სხვა სადენები უნდა გაათავისუფლოს. ადამიანო, შენ ისევ გზას მიუყვები, თავი უკვე ძალიან გტკივა. მარცხნივ თაგვები, მარჯვნივ წითელი მორევი, მოხტუნავე და ბოლოს მაინც დანებებული არსებები... ვერ გადაგიწყვეტია რა ქნა, გზა გააგრძელო თუ თაგვებს შეუერთდე. ყველას გაუკვირდება შენ რომ მათ შეუერთდე, მართალი ხარ. შეიძლება არც მიგიღონ. მაგრამ რატომ უნდა შეუერთდე?.. იმ ბოლო ქერქის შემდეგ არანაირი დაბრკოლება არ შეგხვედრია. შენ ეს მოგწონს. ეს ასეც უნდა იყოს. თაგვები არ გჭირდება. თავი სადაცაა გაგისკდება. აფთიაქს ეძებ მაგრამ ახლომახლოს არსად არაა. ხიდზე ადიხარ და მკვარს გადასცქერი. ხელებს მოაჯირებს აყრდნობ. ლურჯი სადენი სადაცაა თავს გაითავისუფლებს, სხვა სადენები მისი შემხედვარე ჩოჩქოლს იწყებენ... იდაყვებში სადენები გაგიწყდა და მოაჯირს ახლა მუცლით ხარ დაყრდნობილი. ბარძაყებშიც გაწყდა სადენები. ახლა მხოლოდ და მხოლოდ ტერფებით ცდილობ თავის შენარჩუნებას. სახეზე წითლდები, ცრემლები მოგდის და სისხლიან მორევს რწყავ. იკავებ თავს, მაგრამ ახლა ტერფებშიც გაწყდა სადენები. შენ წითელ მორევში ვარდები. მძიმედ ჩავარდი, თითქოს რაღაცას დაეცი, მაგრამ შენ ვერ იგრძენი ეს. რამდენჯერმე გაიბრძოლე წითელი მორევის წინააღმდეგ, მაგრამ ბოლოს შენც სხვასავით დანებდი. შენ ახლა წითელი მორევის ნაწილი ხარ. ნელნელა ჰაერისგან იცლები. ბრძოლობ, ბრძოლობ. არ გინდა გაიგუდო. შენ დაიღუპე. მაგრამ არ გაგუდულხარ, შენმა ტვინმა შეწყვიტა მუშაობა. ლურჯმა სადენმა თავი გაითავისუფლა. რას იზავს ახლა?.. ალბათ რამეს იზავს...
შენ დაიღუპე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ლიტერატურასთან საერთო ნამდვილად აქვს-ეს ჩანახატია, რომელიც დამუშავებას საჭიროებს.
ლიტერატურასთან საერთო ნამდვილად აქვს-ეს ჩანახატია, რომელიც დამუშავებას საჭიროებს.
8. დიდი მადლობა ბუდულა ))) დიდი მადლობა ბუდულა )))
7. ყველამ მაპატიოს,მაგრამ ონისეს ასაკში ზოგიერთი "პამპერსით'' დადის... ახალგაზრდა კი აზროვნებს და ცდილობს გამოხატოს თავისი მსოფლმხედველობა. მე მგონი პატივისცემას ყველა განსხვავებული აზრი იმსახურებს.... (ონისე იმედია მაპატიებს,თუ რამე ზედმეტი ვთქვი) ყველამ მაპატიოს,მაგრამ ონისეს ასაკში ზოგიერთი "პამპერსით`` დადის... ახალგაზრდა კი აზროვნებს და ცდილობს გამოხატოს თავისი მსოფლმხედველობა. მე მგონი პატივისცემას ყველა განსხვავებული აზრი იმსახურებს.... (ონისე იმედია მაპატიებს,თუ რამე ზედმეტი ვთქვი)
6. ქალბატონს არ მივმართავ მაგით. მე ზოგადად ამ საიტის ძირითადი ნაწარმოებების სახის ალეგორიად მოვიყვანე ეგ. შეფასებისთვის მადლობა ქალბატონს არ მივმართავ მაგით. მე ზოგადად ამ საიტის ძირითადი ნაწარმოებების სახის ალეგორიად მოვიყვანე ეგ. შეფასებისთვის მადლობა
5. ნაწერს არა უშავს, მიზანიც გასაგებია. + + +
ერთადერთი, რაც არ მომეწონა არის აი ეს: "მაინცდამაინც ტრაკში პერო გათხრილი ლავ სთორები უნდა წერო ამ საიტზე". ძალიან აქტუალურია პეროები და ცოცხები... ასეთი ნაწერების პატრონს არ გეკადრება ონისე ქალბატონისადმი ასეთი მიმართვა. :( ნაწერს არა უშავს, მიზანიც გასაგებია. + + +
ერთადერთი, რაც არ მომეწონა არის აი ეს: "მაინცდამაინც ტრაკში პერო გათხრილი ლავ სთორები უნდა წერო ამ საიტზე". ძალიან აქტუალურია პეროები და ცოცხები... ასეთი ნაწერების პატრონს არ გეკადრება ონისე ქალბატონისადმი ასეთი მიმართვა. :(
4. გასაგებია რა უნდოდა ეთქვა ავტორს, მაგრამ ეს არც ისე კარგად გამოუვიდა. უფრო სწორად გამოსულ ნაწერს არანაირი საერთო არ აქვს ლიტერატურასთან. სამწუხაროდ ვერც იმას გირჩევთ როგორ შეიძლება გამოსწორდეს კონკრეტული ტექსტი. სულ სხვა ფორმაა მოსაძებნი. გასაგებია რა უნდოდა ეთქვა ავტორს, მაგრამ ეს არც ისე კარგად გამოუვიდა. უფრო სწორად გამოსულ ნაწერს არანაირი საერთო არ აქვს ლიტერატურასთან. სამწუხაროდ ვერც იმას გირჩევთ როგორ შეიძლება გამოსწორდეს კონკრეტული ტექსტი. სულ სხვა ფორმაა მოსაძებნი.
3. რა უნდა მომწონდეს შენ მითხარი და ვეცდები მოვიწონო...:) რა უნდა მომწონდეს შენ მითხარი და ვეცდები მოვიწონო...:)
2. სარკაზმი?.. თუ რამე კომენტარის დაწერა გსურთ დაწერეთ ზრდილობის ფარგლებში. კონკრეტულად რა არ მოგეწონათ ამ ნაწარმოებში? სარკაზმი?.. თუ რამე კომენტარის დაწერა გსურთ დაწერეთ ზრდილობის ფარგლებში. კონკრეტულად რა არ მოგეწონათ ამ ნაწარმოებში?
1. შენ და ... ხომ კარგად ხარ? შენ და ... ხომ კარგად ხარ?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|