თათოს და ნიკუშას
ტკივილმა იგრძნო დღეს ჩემში დევნა სიცოცხლე მოდი, გამიქრე დარდი ღმერთო ვიგრძენი შენი წყალობა და ამ ტკივილთა გაძლებაში მე შენ მიშველი.
სიყვარულისკენ როცა წავედი მე ღამეები ვატარე ცრემლში ის კი კვლავ იდგა, ლამაზად, კოხტად, და მე ვცდილობდი გაძლებას წნეხის.
გთხოვთ, რომ გამიგოთ ღმერთებო ახლა, გთხოვთ წამიშალოთ ტკივილის ხაზი, სხვა რამ წამება მიბოძეთ, შეგთხოვთ, ოღონდ ეს არა, ოღონდ ეს არა!
ჭაღზე ეკიდა სარეცხის თოკი მისით გაფრენას ეშმაკთან ვცდიდი ცოდვის გუბეში უკვე ჩავეფლე თუმც მე ტკივილებს ისევ ვებრძოდი.
და იწყებოდა დილა მზიანი. ჩემს ფანჯრების წინ განათდა თათო, მას კი ნიკუშა ეჭირა ხელში და იცინოდნენ და კისკისებდნენ.
მე კი ვტიროდი და ვტირი ეხლაც რაღაც საშინელს ელის ეს ხორცი, სული ოცნებას ეტრფის და ხედავს რომ მე ოდესღაც მათთან ვიქნები.
მეც გამაღვიძებს ნიკას სიცილი, თათო მაკოცებს, მეტყვის როგორ ხარ მე ამ ტკივილებას ვიცი გავუძლებ და თუ გავუძლებ მე თქვენთან მოვალ.
საშინელებად ინათა გზავნილმა რაღაც საზარელს მწერდა მიჯნური გამოუთქმელი ტკივილი მკლავდა და რაც დრო გადის სულ უფრო მდაღავს.
სულ უფრო მებრძვის ტკივილი, სევდა, მიჭირს გაძლება და თვით სიცოცხლე და რაც დრო გადის ვერაფერს ვხედავ თამარისა და ნიკუშას გარდა.
თქვენ მეგობრებო ვისაც შეგტკივათ მხოლოდ დღეს მივხვდი თქვენს მნიშვნელობას ისე მძაფრად და ისე საშინლად როგორც არასდროს.
დავრჩი დღეს მარტო და მე ვსეირნობ დღეს სულ, სულ მარტოდ არავინ მინდა და არავისთან ვცდილობ შეხებას. მხოლოდ თათო თუ განმკურნავს ჭრილობას მარადს, მხოლოდ თათო თუ განმიკურნავს ტკივილს და სევდას. და რაც დრო გადის უფრო ვრწმუნდები სხვები? ვერავინ.
შენ რომ იყავი იქ კავთისხევში და რომ მითხარი დღეს შენ მარტო ხარ მე მიზეზებში ბევრი ვიარე და დავიკარგე, ცრემლი აღმომხდა.
და ამ ცრემლებით და ამ ტკივილით ამდენი სევდით მე შენთან მოვალ და შენ იცხოვრე, შენთვის იცხოვრე შენი ცხოვრების კარებთან მოვალ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძაან მომეწონა ლექსი, ტკივილიანი და უიმედო, რით განუგეშო? მოითმინე ყველაფერი იქნება კარგად. ძაან მომეწონა ლექსი, ტკივილიანი და უიმედო, რით განუგეშო? მოითმინე ყველაფერი იქნება კარგად.
2. ავტორი ცდილობს გადმოსცეს თავისი თკივილი მაგრამ ძაან ზიგზაგია ავტორი ცდილობს გადმოსცეს თავისი თკივილი მაგრამ ძაან ზიგზაგია
1. იმხელა სევდაა, თქვენს ნაწერში არ შემიძლია არ შევაფასო ... იმხელა სევდაა, თქვენს ნაწერში არ შემიძლია არ შევაფასო ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|