რაღა მოგწერო აღარც ვიცი ისე დამღალა, ყველა ფიქრებმა უშენობის მიუტევლობით, ახლა ფიქრები ყველაფერზე უფრო მაღლაა, წერაზე, აზრზე, უფრო მეტად თავზე მევლები,
ან უფრო მეტად, ხორცის შიგნით ცდილობ დაბლოკვას, განცდების ანუ სიყვარულის ანუ ფაკთების, მაგრამ მე ვშიშობ, რომ მომიწევს ალბათ ალოკვა დაფურთხებულის ანუ სიტყვის უკან წაღების,
რომ მე შენს გარდა აღარავის არ შევიყვარებ, ჰოდა ვიქნებით სამუდამოდ სიამ–ტკბილობით, ანუ ვიქნები შენთან ერთად, ასე ვიყვირე, ვიყვირე ჰოდა მოვუჭირე ბოლოს კბილები
ენას, რომ ვიცი საკუთარი თავის ამბავი, რომ მე შენს გარდა ათასობით გოგოს ვუყურებ, მაგრამ შენ სხვა ხარ, სულ სხვა არის შენი ამაგი, ერთ მოხედვაზე ყველა ტკივილს თვალით მიყუჩებ.
და ახლა საკუთარი ცოლის შეხედვის, მწარედ მრცხვენია, რადგან ვიცი შენ, რომ მიყვარხარ რომ ისევ შენ ხარ ტკივილების გამყუჩებელი, გეძებ და გფიქრობ იქნებ აქ ხარ მაგრამ არა ხარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ანანე კიკნაძეს ვეთანხმები...მაგრამ მაინც ძალიან მომწონს ანანე კიკნაძეს ვეთანხმები...მაგრამ მაინც ძალიან მომწონს
1. ბოლოს ირევა რიტმი. არის თითქოს კარგი მომენტები, მაგრამ რაღაც სიტყვები არ უხდება აშკარად. მაგალითად დაბლოკვა, სიამ-ტკბილობა...
ანუ სიტყვის უკან წაღების - აქ წაღება გრამატიკულადაც სწორია და მელოდიურადაც უკეთესია მგონია. ბოლოს ირევა რიტმი. არის თითქოს კარგი მომენტები, მაგრამ რაღაც სიტყვები არ უხდება აშკარად. მაგალითად დაბლოკვა, სიამ-ტკბილობა...
ანუ სიტყვის უკან წაღების - აქ წაღება გრამატიკულადაც სწორია და მელოდიურადაც უკეთესია მგონია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|