ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2012


:)

თითქოს ძნელი არის შენზე ოცნება და
თითქოს უშენობაც უკვე წარსულია..
თბილი სიო უკვე ჩემს გულს ეფინება,
შენგან ტკივილი კი ალბად გასულია.

წყნარად შევაღებდი ეკლესიის კარებს,
ხატებს შევვედრებდი ჩუმად პატიებას..
თბილი განცდა ისევ მიტევებისა კი
გულში ვერ დაუთმობს ნაღველს ატირებას..

იცი.. დღეს საღამოს ზეცა გაიხსნა და
უკვე ღამე არის, შენზე აღარ ვფიქრობ,
ღრუბლის ქარავანი ზეცას განივ მისდევს,
მთვარე იმალება მე მის ნახვას ვითხოვ..

ის ხომ ეულია როგორც მე ვარ მარტო,
ის ხომ მოწმე არის ჩემი ტკივილისა..
ბევრჯერ გაგვიძლია ერთად მთელი ღამე!
ბევრჯერ უსმენია ჩემი ჩივილი და..

დღეს კი მემალება, როცა მინდა ვუთხრა
აღარ მტკივა გული, იცი , გავიზარდე!
და ის განცდა უკვე ალბად წარსულს გაჰყვა,
და მე სიყვარული აღარ განვიცადე..

ჩემთვის შინაგანად ღამე დავინახე
მთვარის ნათელ შუქზე ნაზი ცისარტყელა..
ისევ ვაკვირდები როგორც ბავშვობაში,
შვიდი ფერი ისევ ერთში იმალება...

იცი.. შენთან ამ ლექსს ვეღარ წავიკითხავ,
შენგან ატირებულს ვეღარც მთვარე მნახავს !
მე კი... ისევ ისე.. როგორც ხშირად მიწევს..
სუფთა გვერდზე ისევ ვიწყებ ახალ ამბავს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები