ახლა ჩემში თოვს, მე ძაან მცივა. ღამე უღმერთოდ მტკივა და ციდან ანგელოსები რომ აღარ ცვივა... ახლა ჩემში თოვს და თაფლის სანთლებს ვთხოვ მთელი გულით... ფიფქთა აღლუმი იარას გალევს, მაგრამ ცრემლები და ის დღეები მე რომ ვფიქრობდი შენზე... ახლა ჩემში თოვს.. თოვს და ვგრძნობ კიდეც, რითმებად მოდის ფიფქთა ლაშქარი. ამავსებს თეთრი ბამბების ქულებრ, მერე დავდნები მათთან კამათში. ო, როგორ მცივა. მტკივა კიდეც და აღარ გადის ეს გრძელი ღამე. ფიქრები ახლა ვაგონს სხტება და ვეხვეწები: მეც წამიყვანე... ოცნება ზღვაში ნავით შეცურდა, ვემუდარები, რომ არ დამტოვოს, ჰორიზონტების შემოვლა მინდა და მინდა, ერთხელ მაინც გაკოცო... ცრემლი მიწისკენ ითხრის კალაპოტს და სულსაც უნდა, ზეცა იხილოს. სად გავიხლიჩო, რომელ საღამოს გული სულ მტკივა, შორს ხარ, იმიტომ... ახლა ჩემში თოვს და ცა ვერ ტირის, რომ ვერ ვეღირსო, რომ ვერ ვეღისრო... თუ დაგინახე, თავს ისევ ჩავხრი, მიწას ესწრაფვის რადგან ცრემლები, გრძნობას ჩემოსავს იგივე თალხი და აღიარებს, რომ ვერ გელევი. მე დაგიხატო? _ რომელი ღამე?.. ყველა სავსეა ლექსის ფურცლებით. უკუნთან ერთად მე ვტირი მწარედ, თოვლმაც დამფარა უკვე სრულებით.