ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: milanel
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2012


დასიზმრებული სიბერე

გახსოვს? გიყვებოდი ყველგან შენ გხედავთქო,
სულ მენატრებითქო და სულ მეჩვენები,
ფიქრობ გამინელდა? ფიქრიც არ ეცადო,
ახლაც მიყვარხარ და ისევ მეჩემები..

გახსოვს მთვარის შუქი გათელილ ყანაში?
და აფეთქებული ზღვა იასამნების,
მერე შუქებით და ჩრდილებით თამაში
ჭერმების ბოლოზე მბჟუტავი ფარნებით..

გახსოვს წნელის ღობე? გვერდით აკაციის,
გვირილას რომ თხოვდი ეამბო ვინ მიყვარს ...
მერე ხელს რომ მხვევდი ძველი ძმაკაცივით
ბრაილით შიფრავდი ჩემს ყველა მიმიკას..

ის თუ კიდევ გახსოვს რომ მოვხუცდებითო
მიზეზად ვიღებდით გულით გაცინების,
მერე მოხუცებიც ერთად მოვკვდებითო,
რა რთული ყოფილა... თანაც გაცილებით..

მაგრამ შევეჩვიე, თითქოს არც ვბრაზდები,
სიმკვირცხლით რომ ვეღარ ჩავრბივარ ეზოში,
დაბერდა სხეული და ახალგაზრდები
დღეს უკვე ადგილსაც მითმობენ მეტროში..

და ახლაც, სიყვარულს, შენდამი სიყვარულს,
ისევ უმყარდება დღითი-დღე ფესვები
და როგორც პირველად, განვიცდი მაგ ქალურ
შეხედვას შენსას და უგონოდ ვბეცდები..

შენი სიყვარული ყველგან მეხმარება,
უნდა გამოგიტყდე დღეს ხელებშიშველი
და პატაკს გაბარებ როგორც აღსარებას,
რიგითი მოკვდავი: გ. მეკოკიშვილი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები