ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დალილა
ჟანრი: პროზა
21 ოქტომბერი, 2012


თეთრი უსასრულობა

  კოკისპირულ წვიმასთან ერთად,ჯერ კიდევ ხავსმოუკიდებელ საფლავს,პატარა,ობოლი ბიჭის ცრემლები ალბობს.გამხდარი,სიცივისგან გალურჯებული ხელები საფლავის ბორცვისთვის შემოუხვევია და ლოყით იმ ადგილს ჩახუტებია,სადაც დედის გული ეგულება.-მართალი ყოფილხარ ჩემო გულმკვდარო,გულდათუთქულო დედა.მე მეგონა ტყუილად ეჭვიანობდი,ტყუილად იოსებდი ცრემლებით სევდიან,ლამაზ თვალებს.-ჩურჩულებს პატარა,თან მიწას პორჭყნის,თითქოს ამ სველი და მძიმე საფარიდან დედის დახსნას ცდილობს.-დღეს მამამ ის ქალი მოიყვანა,პატარა
გოგოსთან ერთად "შენი დაიკოაო"მითხრა.ალბათ ერთი წლის იქნება...როდის? მაშინ,როცა შენ გალურჯებული ტუჩებით ზღაპარს მიყვებოდი და ცრემლშეკავებული,ამოღამებული თვალებით კარებს მისჩერებოდი?მაშინ,როცა გამხდარი,ძარღვებად ქცეული ხელებით თმაზე მეფერებოდი და უკანასკნელ ჰაერს სუნთქავდი?...იმ სახლში ჯერ კიდევ შენი სურნელი ტრიალებს.
-გამარჯობა,პატარა ბიჭო!
ბიჭმა თავი აიღო,გაოცებული შეხედა საფლავის ბორცვზე დასკუპებულ თოვლის ფიფქს.ფიფქი ისე თბილად იღიმებოდა ბიჭს შეეშინდა მისმა თბილმა ღიმილმა არ გაადნოსო.
-მოგეწონე?
-ძალიან.-უთხრა ბიჭმა და ტალახიანი ხელით ცრემლები შეიმშრალა.-რა თბილი და ლამაზი ღიმილი გცოდნია.
-ჰო,ჩვენ ყველა ასე ვიღიმით,იმიტომ რომ სიხარულით და სიყვარულით მოვფრინავთ მთოვრის ციდან,რათა თქვენ,პატარებს სიხარული მოგიტანოთ.
-მთოვრის ციდან?სად არის მთოვრის ცა?
-არ იცი მთოვრის ცა?-გაუკვირდა თოვლის ფიფქს.-აბა რომელი ცა იცი?
-აი,ის.-უთხრა ბიჭმა და ხელი ცისკენ ცაიშვირა.
-ჰო,მაგრამ,ამის გარდა ცხრა ცა არსებობს.არ გაგიგონია სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავსო?
-როგორ არა,მაგრამ მე ეს ლამაზი სიტყვები მეგონა მხოლოდ.
-არა,ჩემო პატარავ,ამ ცის გარდა არის;მთოვრის ცა,ჭირანო.ერმის ცა,ცორანო,მელტარო,კოჭკიმელი,კიმკიმელი და მეცხრე ცა.
-და შენ მთოვრის ცაზე ცხოვრობ?
-კი.მე და ჩემი მეგობრები.იქ ყველაფერი თეთრია.ხე,ყვავილი,ქვა,ფოთოლი.
-შავი და წითელი ფერი არ ურევია.
-არა ჩემო კარგო.
-მაშ,თქვენთან ბოროტება არ იქნება-კითხა ბიჭმა და თვალებში იმედის ნაპერწკლები აენთო.-მეც მინდა ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე.წამიყვანე,თოვლის ფიფქო,გემუდარები.
-მერე მშობლები?
-დედა ისედაც ცაშია...მამას ვინახულებ.
-კარგი:უთხრა თოვლის ფიფქმა.
  ციდან ფიფქებისაგან დაწნული საქანელა დაეშვა,რომელსაც თეთრი პეპლებივით გარშემორტყმული ფანტელები მოჰყვებოდნენ.ფიფქებმა ბიჭი აიტაცეს,საქანელაზე დასვეს და სითეთრეს შეერწყნენ.
    თეთრი სიშორიდან მკაფიოდ მოჩანდა ერთმანეთში არეული შავი და წითელი ფერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები