 | ავტორი: ხუჭუჭა13 ჟანრი: პოეზია 28 ოქტომბერი, 2012 |
რარიგად...
რარიგად, ცივა ჩემს შემოდგომას. დამღერის ქარი ქუჩებს.. აწყვეტილს არც კი ადარდებს სამშობლოს ბედი, ფოთოლთ ცვენაში ტკბება თავხედი! რარიგად მცივა... ჩემს გაზაფხულზე არაფრის თქმაღა არ შემიძლია, დაიგვიანა ჩემმა რაინდმა ან. სულაც, მოსვლა გ ა დ ა ი ფ ი ქ რ ა... რარიგად, ვნატრობ ფრინველად ყოფნას, მაშინ, ხომ, მუდამ შენკენ ვიფრენდი, როგორ გავუძლებ ამ შემოდგომას, გადავაგორებ ზამთარს, თუ ვკვდები? რარიგად, გელი, სითბოს მარცვალო, შემომაგებე თბილი საბანი! რარიგად, მცივა ჩემს შემოდგომას, როგორ თუ ვკვდები? - ვირძვი ლაბადით! 28/10/2012წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ამაზე ბევრად ცუდებიც წამიკითხავს აქ.. :)
პირადად მე არ მომწონს ასეთი სტილის ლექსები მაგრამ ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს.. ასე რომ .... :)
პატივისცემით: ბლაგვი ამაზე ბევრად ცუდებიც წამიკითხავს აქ.. :)
პირადად მე არ მომწონს ასეთი სტილის ლექსები მაგრამ ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს.. ასე რომ .... :)
პატივისცემით: ბლაგვი
1. არააა, ცუდი ლექსია ჩემი აზრით:) 0 არააა, ცუდი ლექსია ჩემი აზრით:) 0
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|