ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯამბაზი
ჟანრი: პროზა
28 ოქტომბერი, 2012


,,აჩრდილის სახე,,

რატომღაც იმ ბნელ ღამეებს აღარ აქვთ ჩვეული ეშხი,რომლითაც მხიბლავდნენ ამდენი ხნის განმავლობაში.რატომღაც მატარებლის ბორბლები აღარ უმღერიან სავსე მთვარეს,აღარც ვარსკვლავები ცეკვავენ ღამღამობით.ჯარისკაცებივით ჩამწკრივებული ხეები აღარ დაგდევენ მთელი გზა.ვაგონის ფანჯრიდან გადაშლილ პეიზაჟსაც აღარ აქვს ჩვეული შარმი,რომლითაც ატყვევებდა იგი მეგობარ მგზავრებს.ჰაერში მიმოფანტულ სიყვარულს პატარა გოგონა დასდევს კალათით.თითქოს ცდილობს შეაგროვოს და გაამთლიანოსო,მაგრამ ამაოდ.სივრცეში გაჟღენთილი პესიმიზმი მახრჩობს და ჰაერს მართმევს,რამისაა გამიტაცოს და ამ სამყაროს საერთოდ მომწყვიტოს.
    ძველებურად ვუკითხავ მთვარეს ლექსებს,მაგრამ ისიც შეცვლილი აღარ მკადრულობს,აღარ მიღიმის,აღარც გული ევსება სიამაყით.ცოდვილს ისევ დამდევს წარსულის მოჩვენება,ღამითაც არ მასვენებს , უსასრულო ფიქრებში მატარებს.
    როგორ შეიცვალა სამყარო შენი დაკარგვის შემდეგ,როგორ გაუფასურდა ყველაფერი,რასაც ადრე სიცოცხლის ფასი ედო.ისევ ვზივარ ძველებურ მატარებელში და თვალყურს ვადევნებ არემარეს.გეძებ თითოეულ ღამეში,სიმღერაში,ვარსკვლავში,სუნთქვაში,მაგრამ ვერ გპოულობ.ვერ გპოულობ ვერსად და ასე დავეხეტები უიმედოდ, ამაოების ბაზარზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს