ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგულა
ჟანრი: იუმორისტული
9 ნოემბერი, 2012


ქალავ ჩემო ცქრიალავ

ჩემი ქალი კიკინა,
ნეტავ სად გაკიკინდა,
ვეძახი, ვერ ვაგონებ,
მე მემალება ვგონებ.
ბაღჩაში ხარ? შენს ნაშრომს
სიამაყით უყურებ,
შემაქეო, მეც გაქებ,
ტრაბახით მიჭედ ყურებს.
ოჰ, რა კარგი სტაფილო, ქალავ მოგიწევია,
ეს რა კარგი კიტრია, ეს რა კარ4გი კვახია,
პამიდორიც მწიფდება, მალე დასაკრეფია,
ნაირ ნაირ მწვანილებს თავი მოუკრებიათ.
დახუნძლულან ხეები, უამრავი ხეხილით,
წელში გადაზნექილნი, ყავარჯნებს დაყრდნობილნი,
მიწას შუბლით შეხებით, მზეზე ეფიცხებიან,
თავის ნაყოფ მწიფობით ერთურთს ეჯიბრებიან.
ეს რა ხელი გქონია,
ქალავ, ჩემო ცქრიალავ,
კარგი ხასიათიც და
მეტი არა გინდა რა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები