ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მესოფია
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2012


შენთან მინდა, უფალო!!

ეს რა მემართება..
ფიქრი მეძალება
სევდა მემატება
ცუდი მელანდება...
        დარდი მომეძალა
          ნერვი მომეშლა..
          მზე სადღაც წასულა
          ცხოვრებაც გასულა...
ფიქრი გაფანტულა
სადღაც ჩაკარგულა
სული გატანჯულა
ცოდვით გათანგულა.
            რა ხდება ვერ ვხვდები ...
            შენს ხელებს ვეხები
            ვგრძნობ როგორ მეცემა
          წვეთებად ცრემლები.
ლოდინი გრძელდება,
სული მთლად მელევა,
სათუთი ოცნება
სულ თვალწინ მენგრევა.
          ფერები მუქდება
        ენა კი მუნჯდება
        თვალებში ბნელდება...
        დრო სწრაფად ჩერდება
აღარ გათენდება,
მზე აღარ ამოვა;
შენს კეთილ თვალებში
ცქერაც არ გამოვა..
        უფალო მიშველე !!!
        შენთან წამიყვანე
        ამ უკუნეთიდან
        მალე გამიყვანე...
კივილი სივრცეში...
ვგრძნობ როგორ ვცივდები
ცრემლები თვალებზე...
სუდარა სახეზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები