 | ავტორი: თინა ჯაი ჟანრი: პოეზია 5 ნოემბერი, 2012 |
თიკო მადნება ფანტელები ხელებზე, მხრებზე... თებერვალს ურცხვად დამჩნევია სიცივის კვალი, ლექსებს, სულის და შენი დარდის უდავო მწყემსებს ყრი და (საკუთარ თავს უმალავ) რომ გტკივა მალვით. და თიკო ასე, ასე არის ხანდახან ბედი, ან უფრო ხშირად ემეტები ცხოვრებას, რა ვქნათ... შენ და ეს ლექსი, მე არა ვარ ძვირფასო წრედში, ვდგავარ და უფალს ველოდები თაბორის მთასთან... ასეა, ღამეც დამაწვება მხრებზე და ვრჩები გარეშე შენს და ჰორიზონტზე მზე სხივებს იხვეტს, დამაგვიანდა, მოვსულიყავ ცოტა წინ წლების, ახლა ხომ აღარ ვიწვებოდი ღრუბლებში პირქვე. და თიკო ასე მაკლიხარ თუ გვაკლია ლოცვა... თებერვალს ურცხვად დამჩნევია სიცივის კვალი, მე ალბათ უკვე ჩაძირული ოცნების ბოცმანს, არ მყოფნის ძალა დავიტოვო იმედი ხვალის....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. + 5 ..იმედით ხვალის .. და მოგიკითხეეე + 5 ..იმედით ხვალის .. და მოგიკითხეეე
7. საინტერესო ნაშრომია.....პოტენციალი იგრძნობა.... +2 უკეთეს–ებ–ის მოლოდინში წარმატებები საინტერესო ნაშრომია.....პოტენციალი იგრძნობა.... +2 უკეთეს–ებ–ის მოლოდინში წარმატებები
4. ძალიან ლამაზია. მომეწონა +3 ძალიან ლამაზია. მომეწონა +3
3. მე ალბათ უკვე ჩაძირული ოცნების ბოცმანს, არ მყოფნის ძალა დავიტოვო იმედი ხვალის... კარგია. წარმატებები. მე ალბათ უკვე ჩაძირული ოცნების ბოცმანს, არ მყოფნის ძალა დავიტოვო იმედი ხვალის... კარგია. წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|