მე შენ მიყვარდი იმდენად ძლიერ, უშენოდ გულიც კი წყვეტდა ფეთქვას. მე სიამაყეს ვერაფრით ვსძლიე, შენ ტყუილებს და აღარ ვართ ერთად... სულში მალულად შემოძვრა სევდა, მონატრებაა თურმე სასჯელი, რატომ შემპირდი ,,დავრჩები შენთან“ სულიდან თუკი ასე გახვედი?! რამდენჯერ გული მატკინე მწარედ, ცრემლი მადინე ვეღარც კი ვითვლი. ზუსტად,შენს გამო გამაკრეს ჯვარზე, სიყვარულისთვის სასჯელსაც ვიხდი. დღეს უშენობით ტირის ლექსები, ღამეს გაუჩნდა თმაში ჭაღარა შენ ჩემგან რიტმით ნაალერსები, სხვასთან ვერ ჰპოვებ სითბოს ამდაგვარს. როგორ შეეძლოთ ეთქვათ ტყუილი შენს ღიმილს ანდა მაგ ზღვისფერ თვალებს, დრო რომ გაივლის შემეხვეწები: ,,დაბრუნდი უკან კვლავ შემიყვარე“ მე გეტყვი უარს, არც კი ვინანებ, შენ ცოლს მოიყვან, ვიცი ჯინაზე, მაგრამ ვერ მოგცემს ცოლი ფერებით სითბოს ,რომელსაც გჩუქნიდი ლექსებით. ამას მიხვდები, დაგესიზმრები. მერე მომძებნი, მეტყვი: მჭირდები, მაგრამ რაღა დროს?! სხვისი ვიქნები! მე შენ მიყვარდი იმდენად ძლიერ, უშენოდ გულიც კი წყვეტდა ფეთქვას მე საკუთარ თავს შევძელი, ვსძლიე! აღარ მიყვარხარ, გრძნობებიც კვდება!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მუხა,გაიხარეთ! მუხა,გაიხარეთ!
4. უკეთესის მოლოდინში! უკეთესის მოლოდინში!
3. ბანალურია..0 წარმატებები ბანალურია..0 წარმატებები
2. მე შენ მიყვარდი იმდენად ძლიერ, უშენოდ გულიც კი წყვეტდა ფეთქვას.
აღარ გავაგრძელე. მე შენ მიყვარდი იმდენად ძლიერ, უშენოდ გულიც კი წყვეტდა ფეთქვას.
აღარ გავაგრძელე.
1. დამწვარა აიბაღანა ;/ გრძნობების მოკვლაც მოგისწრია.
"ჯინაზე" ცოლის მოყვანა არაა მთლადკაიამბავი
დამწვარა აიბაღანა ;/ გრძნობების მოკვლაც მოგისწრია.
"ჯინაზე" ცოლის მოყვანა არაა მთლადკაიამბავი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|