| ავტორი: თენგულა ჟანრი: იუმორისტული 18 ნოემბერი, 2012 |
ზოგჯერ სიყვარულთან ერთად იუმორიც მეძალება, სიყვარული ჩემთან რჩება, მხოლოდ სადღაც მემალება. ცდილობს თვალს რომ მომეფაროს, მე მივუშვებ თავის ნებას, თვალს ჩამიკრავს, ქრება სადღაც, გულს კი ვერსად ემალება. ხან ღრუბლებში მომცინარი გულზე წვეთად დამდინდება, მომინდება მოვეფერო, თავს დახრის და დამისხლტება. გადავწყვიტე ზურგს შევაქცევ, მომხედეო მებუტება, ტუჩს ლამაზად აბუსხავს და, რის ბრაზი, რა შენდურება. ქალავ, ოღონდ გვერდით მყავდე, არ მიშლიდე შენს ყურებას, შეყვარებული ვარ მართლა, და არც მეიუმორება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მე მეიუმორება.კარგი იყო მე მეიუმორება.კარგი იყო
3. შეყვარებული ადამიანის დაწერიალია.ბედობას გილოცავთ შეყვარებული ადამიანის დაწერიალია.ბედობას გილოცავთ
2. უღრმესი მადლობა უღრმესი მადლობა
1. ტუჩს ლამაზად აბუსხავს და, რის ბრაზი, რა შენდურება.
გამეღიმა :)
შეყვარებული ვარ მართლა, და არც მეიუმორება.
სულაც არ იყო ცუდი. :)
ტუჩს ლამაზად აბუსხავს და, რის ბრაზი, რა შენდურება.
გამეღიმა :)
შეყვარებული ვარ მართლა, და არც მეიუმორება.
სულაც არ იყო ცუდი. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|