 | ავტორი: იბსენი ჟანრი: პოეზია 12 ნოემბერი, 2012 |
საბავშვო ამინდი
იქ, ბაშვობიასას, როცა ზამთრის პირს, მზის ფერფლი - თოვლი, ჩვენ ეზოში იწყებდა დებას და მეზობლის გოგო-ბიჭები როგორც შაქრის იწყებდნენ ჭამას- ისევე როგორც ყველაფერი, ასევე თოვლის შეხება ხელით, იყო მოსწრება . მე და ჩემი ძმა ფანჯრის წინ მდგარნი, შეძახილებს ვეღარ ვმალავდით და საათობით ჩამომწყდარნი, ვუყურებდით ცაში ბრინჯის ყანების თესვას. ვირჩევდით თითო, თითო მოზრდილ ფიფქს და ვადევნებდით მის დაშვებას ორ წყვილ სოფლისხელა თვალს. რაღათქმაუნდა, ვერ ვხვდებოდით რომ ცხოვრება იყო ვარდნა ზემოდან ქვემოთ და ვერც იმას, რომ ფიზიკური კანონი პოტენციური ენერგიის შესახებ ვერ მოგვცედა იმაზე პასუხს, თუ რატომ პასუხობდა ოდესღაც მწვანე, ხავერდის სავარძელში მჯდომი მამა ჩვენს აღტაცებას შეძახილით: -"რა გიხარიათ?" და ჩამოთვლიდა მთელ რიგ ხარჯებს რაც ზამთარში თოვას მოჰქონდა. ჩვენც ვხრიდით თვალებს და ვკიცხავდით საკუთარ თავებს.
მე გავიზარდე- ვერ ვისწავლე არსიხარული, ამინდების კომუნალურ ხარჯებზე მიბმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. აბა სხვანაირად როგორ?! :დ აბა სხვანაირად როგორ?! :დ
3. უკაცრავად და შევარდნაძე გამახსენდა :დ უკაცრავად და შევარდნაძე გამახსენდა :დ
1. არის აქ კარგი მომენტები, ცოტა დალაგება არ აწყენდა , ისე. სათაურიც მშვენიერი. "მე გავიზარდე- ვერ ვისწავლე არსიხარული, ამინდების კომუნალურ ხარჯებზე მიბმა" - ესეც ძალიან ჩემეულია:)
არის აქ კარგი მომენტები, ცოტა დალაგება არ აწყენდა , ისე. სათაურიც მშვენიერი. "მე გავიზარდე- ვერ ვისწავლე არსიხარული, ამინდების კომუნალურ ხარჯებზე მიბმა" - ესეც ძალიან ჩემეულია:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|