მე დავეშვები ციდან შენამდე, შენი თვალების ღვთიურ მზერამდე, გიორგი აბუაშვილი
მებრძოდა ეშმა კვლავ გააღეს მტრედებმა ბაგე და მეძახოდნენ, რომ ეს გოგო გიყვარდეს მარად. მე გავუღიმე ყველა მტრედს და სულ ყველა ფრინველს, მხოლოდ თათოა - მე ვინც მიყვარს, ვისთანაც მინდა.
როცა განვიცდი კავთისხევში ჩაუსვლელობას როცა განვიცდი რად დავკარგე ამდენი სითბო ხშირად შემიპყრობს სინანული, განვიცდი, მტკივა და ისევ, ისევ კვლავ ანათებ ამ გულს შენ თათო.
ვერ მომერია მე დეპრესია რადგან გავგიჟდი, ვცოცხლობ იმედით და სად წავიდა ეს დეპრესია მართლა არ ვიცი, კაცმა არ იცის.
დღეს მე მესიზმრა ბავშვი პატარა მას ერქვა ნიკა და იყო თბილი და რომ წავიდა მისი დედიკო მე კვლავ დავრწმუნდი, ის არის დიდი.
ის არის დიდი სულით და გულით და მან სიცოცხლე შვილს ანაცვალა რატომ დავდუმდი, რატომ გავჩუმდი მე აღტაცებას ვერ ვმალავ მართლა.
და ღირს წამებას და ღირს ტკივილად, როდესაც გელის ნაღდი სიცოცხლე, როდესაც ელი, სადღაც ოდესმე გზა განათდება მათკენ.
შეხება გულით, შეხება სულით, შეხებას ეხლა ვგრძნობ შენთან თათო. არავინ არის ხომ იცი წმინდა და ისე კარგი, როგორც შენ თათო.
შენი თვალები მკლავენ, მებრძვიან, შენი სიმშვიდე - სამშობლო ჩემი, შენი სულია ჩემი პირიმზე, მე მოვიპოვე მთავარი ნიჭი - სიყვარული.
და რაც დრო გადის ვიჟღინთები მე შენით თათო, ნიკუშას ძინავს, შენ კი ისევ ოფლაინზე ხარ, ჩვენ სამნი შევძლებთ, ჩვენ ვიქნებით მხოლო ნათელი იმედი იმის, რწმენა იმის, რომ ცხოვრებამ აღარ დაგვკარგოს. მიყვარხართ, სიჩუმე. მიყვარხართ, სიჩუმე. მიყვარხართ, მიყვარხართ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. აუ ეს რა არი აუ ეს რა არი
1. აუ ეს რა არი აუ ეს რა არი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|