მზიან ღამეს ისმის ფიქრთა ვედრება, ასეთ ღამეს სამოთხეც კი ედრება. მზიან ღამეს ისმის ფიქრთა ლოცვები, აქ ღამითაც იღვიძებენ გრძნობები. მაგრამ ჩემი ფიქრები კი იშლება, აქ ხომ ჩემი სამოთხეც კი ინგრევა. დაუწვიათ ოცნებების კოშკები, აუგიათ მათ მაგივრად ქოხები. მზიან ღამეს ისმის მთვარის გოდება, გულის დაფა დამიმძიმეს ლოდებმა. მზიან ღამეს ამომხდება ბოდვები, ამაღამ ვერ გაიგებ , რომ მოვკვდები. ჩემს ქალაქში არაფერმა იხარა, აქ მთვარემაც ლაპარაკი ისწავლა. მზიან ღამეს ატრიალდა ცხოვრება, ჩემი სული სამუდამოდ გშორდება.