 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 19 ნოემბერი, 2012 |
წარმოიდგინე, ჩემო თამუნა, თუმცა იდეა არის გიჟური... ის რომ გავყიდო, რაც მთელი დამრჩა და რომ უსულოდ იყოს მიჯნური, ვინძლო იაფად ან იქნებ არც კი, ჩემს სულს ეშმაკი დაეპატრონოს, ჩემი სხეულით და სხვისი სულით შენი სახება განემარტოვოს, მივყიდო სული სტარიდავირივით ეშმაკს თუმცაღა ერთი პირობით, რომ შეგაყვაროს გიორგის თავი ნებისმიერი ხერხით, გმირობით და თუ მოხდება ეს სასწაული, თუნდაც ერთი დღით ერთად რომ ვიყოთ, ჩაგეკონები ისე ძლიერად, რომ საუკუნოდ არ გავირიყოთ, ვაცნობიერებ თუ რა ამაო, იქნება მისი ყველა ცდა-ღონე და თუმცა ეშმაკს ერთი პატარა გოგონა ქუჩად განემარტოვე, ის დაგიჩოქებს ჩემი სხეულით, აკანკალებულს მოგიშვერს ხელებს, დაასახელებს-რატომ უყვარხარ, რატომ არ სძულხარ-დაასახელებს და ალბათ მაშინ მოლბება გული, შენ რომ არასდროს გაგიყიდია, ასეც ხდება და სიყვარულისთვის თავის მოკვლაზე იქით მიდიან... ერთხანს შეცბები, მერე კი ალბათ შენს ბაგეებთან მიმიშვებ ახლოს, მაგრამ შეგბოჭავს რაღაცა ძალა, რომელიც შენში იმთავით სახლობს, შეიცნობს ეშმაკს ის ანგელოზი, შენს სხეულში რომ ფეთქავს ვარდებად, უნდა მცოდნოდა, რომ ამ ანგელოზს ჩემში ეშმა არ შეუყვარდება და წავალ ისევ თავჩაღუნული, ეშმაკის არა, ღმერთის იმედად, რადგან უფალმა ის ანგელოზი შენში თავისთვის გამოიმეტა, დავრჩები ისევ საკუთარ სულთან,საკუთარ თავთან და ღმერთთან მარტო, და მიხარია, რომ არ გიყვარვარ და ახლა მხოლოდ ერთ რამეს ვდარდობ: რატომ მივყიდე სული სატანას, თუმცაღა ჩემი ჰქონდა სხეული, რომ წავიდოდით, შენ ღმერთს ნახავდი, მე შევრჩებოდი ეშმაკს ეული, დავდივარ ისევ საკუთარ სულით, რომელიც შენში ანგელოზს ჰყვარობს და შენს გარეშე მესულერთება ზეცისქვეშეთი, მთელი სამყარო, არ ვიცი, როგორ მოგილბო გული, შენ რომ არასდროს გაგიყიდია, ასეც ხდება და სიყვარულისთვის თავის მოკვლაზე იქით მიდიან!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მუზასთან საუბრები მიყვარს მე ამიტომაც დავწერ აქ 2 მუზასთან საუბრები მიყვარს მე ამიტომაც დავწერ აქ 2
2. კარგია) წარმატებები მუზასთან. კეთილი სურვილებით ლუ.. ++ კარგია) წარმატებები მუზასთან. კეთილი სურვილებით ლუ.. ++
1. წარმატებებიი +1 წარმატებებიი +1
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|