ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2012


ნინოს (ნინა ნეკერს)

ჩვენ დავიღლები,ავდგებით და ერთამენთს ვეტყვით
რომ დავიჯერეთ სიყვარულის არ არსებობა,
მერე უბრალოდ შევეცდებით,რომ გვწამდეს ღმერთის,
მაგრამ ტკივილი ამდენი ხნის სულს დაეტყობა.
ერთ დღესაც (ალბათ) დავიჯერებთ,რომ განშორება
სულაც არ არის ჩვენი რამე დანაშაულის
ბრალი.ანდა სულაც აღარ გვეთმობა
თავისუფლება და სიმშვიდეს ვიპოვით ამით.
ღრმა სიბერეში თბილ ბუხართან მოვწრუპავთ ღვინოს,
მანამდე უკვე შევეჩვევი ალკოჰოლს ალბათ,
თუ გამაბრაზებ უეჭველი მოგმართავ ”ნინო”
შენ შემომხედავ,მიპასუხებ ”ეს როგორ დაგცდა”.
მე შევეცდები სიბერისგან დამჭკნარი ხელით
შეგეხო ხელზე და უბრალოდ მოგპარო სითბო,
მერე ნამდვილად დაიჯერებ არათუ წყენით
არამედ დიდი სიყვარულით გიწოდე ”ნინო”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები